
- ექიმი
- ნინო ფურცელაძე
- სპეციალობა
- კარდიოლოგია
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1977 წლის 9 ივლისს ქალაქ თბილისში. ის გახლავთ მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-კარდიოლოგი. ნინო ფურცელაძე 1995-2002 წლებში სწავლობდა თბილისის ეგნატე ფიფიას სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში. 2003-2008 წლებში ის მუშაობდა თბილისის კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და სამედიცინო ტურიზმის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, სადაც მოიპოვა მაძიებლის სტატუსი მედიცინის აკადემიური დოქტორის სპეციალობით. 2002-2008 წლებში ის თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად და სწავლულ მდივნად მუშაობდა. პარალელურად, 2003-2008 წლებში, იყო აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი ექიმი. 2008-2011 წლებში ის მუშაობდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის ექიმად, ხოლო 2012-2013 წლებში სადაზღვევო კომპანია „უნისონში“ ეწეოდა ექიმი- კოორდინატორის საქმიანობას. 2013-2025 წლებში იგი იკავებდა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროგრამების ინსპექტორის პოზიციას. კლინიკური საქმიანობის ფარგლებში, ნინო ფურცელაძე 2014-2025 წლებში მუშაობდა თელავის რაიონულ საავადმყოფოში ექიმ-კარდიოლოგად. 2020 წლიდან დღემდე, ის გახლავთ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმი-კარდიოლოგი, სადაც პანდემიის პერიოდში (2020-2022 წლებში) ასევე მუშაობდა ონლაინ კოვიდ-კლინიკის ექიმად. 2025 წლიდან დაინიშნა „საქართველოს კლინიკები- ახმეტის ჰოსპიტალის“ ამბულატორიული მიმართულების ხელმძღვანელ ექიმად, კარდიოლოგად და თერაპევტად. 2025 წლის ოქტომბრიდან, ის ეწევა საექიმო პრაქტიკას ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“, ხოლო 2026 წლის თებერვლიდან — თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ექიმ-კარდიოლოგად მუშაობს. 2018 წლიდან დღემდე ნინო ფურცელაძე აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარულ საქმიანობაში, როგორც საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისე ექიმი. მედიცინის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმის აღსანიშნავად, 2025 წელს მას მიენიჭა თელავის საპატიო მოქალაქის წოდება. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
რა არის კარგი ექიმი?
ექიმი რომ გახდე, საჭიროა: მეცნიერული ცოდნა, პრაქტიკული ინტუიცია, ცივი გონება და თბილი გული. სწორედ რომ ამ თვისებების უნიკალური სინთეზია ექიმობა.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ექიმობა ბავშვობიდანვე მინდოდა. დედა ექიმი მყავს. როცა ოჯახის წევრი ექიმია, ექიმობა აღარ არის უბრალოდ „კარიერული არჩევანი“, ის უკვე ტრადიცია, პასუხისმგებლობა და შინაგანი მოწოდება ხდება.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემი იდეალი მეუღლის ბებია და მამიდა, მარგო და ეთერ პაპოვები არიან, რომელთა პროფესიონალიზმაც თელავის საზოგადოებას თავისი შეაყვარა.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ ექიმებს ვეტყვი: თქვენ ირჩევთ გზას, რომელიც მოითხოვს თავგანწირვას, უძილო ღამეებსა და უამრავ სტრესს, თუმცა სანაცვლოდ გეძლევათ უნიკალური პრივილეგია, იყოთ იმედის მომცემი იქ, სადაც სიბნელეა და აჩუქოთ ადამიანებს ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლის გაგრძელების შანსი.
გამოცდილება
ნინო ფურცელაძე დაიბადა 1977 წლის 9 ივლისს ქალაქ თბილისში. ის გახლავთ მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-კარდიოლოგი. ნინო ფურცელაძე 1995-2002 წლებში სწავლობდა თბილისის ეგნატე ფიფიას სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში. 2003-2008 წლებში ის მუშაობდა თბილისის კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და სამედიცინო ტურიზმის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, სადაც მოიპოვა მაძიებლის სტატუსი მედიცინის აკადემიური დოქტორის სპეციალობით. 2002-2008 წლებში ის თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად და სწავლულ მდივნად მუშაობდა. პარალელურად, 2003-2008 წლებში, იყო აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლ
სამუშაო ადგილი
გოთუას სამედიცინო ცენტრი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს კარდიოლოგი
გულისა და სისხლძარღვების დაავადებების — ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, რიტმის დარღვევების, გულის უკმარისობის — დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია.
სიმპტომები, რომლებითაც კარდიოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება



