
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: თბილისი
- ექიმი
- ნინო სამადაშვილი
- სპეციალობა
- პედიატრია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- 032 234 1111
- ელ-ფოსტა
- info@pirveliclinic.ge
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- pirveliclinic.com
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
პედიატრი, ნეონატოლოგი, ოჯახის ექიმი ნინო სამადაშვილი 1994–2001 წლებში სწავლობდა თსსუ-ში, რის შედეგადაც მიიღო ექიმის კვალიფიკაცია. 2001–2004 წლებში გაიარა დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლება პედიატრიაში და 2006–2007 საოჯახო მედიცინის მიმართულებით. 2008 წელს მიიღო ოჯახის ექიმის სერტიფიკატი, ხოლო 2015 წელს ნეონატოლოგის სერტიფიკატი. ნინო სამადაშვილი 2005–2018 წლებში მუშაობდა მე-4 საოჯახო მედიცინის ცენტრში, ხოლო 2010–2015 წლებში მუშაობდა მე-19 პოლიკლინიკაში, სადაც აგრძელებდა საქმიანობას პედიატრის მიმართულებით. 2015–2022 წლებში მუშაობას აგრძელებს კლინიკა „ოჯახის მკურნალში“ ოჯახის ექიმისა და პედიატრის პოზიციაზე. 2015 წლიდან ნინო სამადაშვილი აქტიურად საქმიანობს ნეონატოლოგიის მიმართულებით. მუშაობდა ნეონატოლოგად კლინიკა „ბაიებში“, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და „ჯუმბერ გოგიაშვილის“ სახელობის სამშობიარო სახლში. 2017 წლიდან მუშაობას აგრძელებს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში პედიატრად, ხოლო 2021–2024 შპს „მედკაპიტალში“ ამავე პროფილის ექიმია. როგორც პედიატრი 2023 წლიდან დღემდე საქმიანობს „პირველ კლინიკაში“. 2018 წლიდან ნინო სამადაშვილი ეწევა კერძო სამედიცინო საქმიანობას და აქვს პედიატრიული კაბინეტი. მას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული კურსი და ტრენინგი პედიატრიის, ნეონატოლოგიის, ახალშობილთა მოვლისა და საოჯახო მედიცინის მიმართულებით. მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი, მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოში ჩატარებულ მრავალ სამეცნიერო - საგანმანათლებლო ღონისძიებაში , ასევე უცხოეთში გამართულ საერთაშორისო სამედიცინო კონგრესებში. მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვას, ახალშობილთა მოვლას, პრევენციულ მედიცინას, იმუნიზაციასა და თანამედროვე პედიატრიულ მიდგომებს. ნინო სამადაშვილის პროფესიული გზა გამოირჩევა მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, უწყვეტი განათლებითა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისადმი ერთგულებით.
რა არის კარგი ექიმი?
ვფიქრობ, ექიმობა, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა. ცოდნა აუცილებელია, მაგრამ ცოდნას ფასი მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც მას თან ახლავს კეთილსინდისიერება, თავმდაბლობა და ადამიანის პატივისცემა - განსაკუთრებით პედიატრიაში.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
არ ყოფილა ერთი კონკრეტული მოვლენა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა. დღეს კი, როდესაც პატარა პაციენტს ჯანმრთელსა და ღიმილიანს ვხედავ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სწორი პროფესია ავირჩიე.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემთვის ავტორიტეტი არის ექიმი, რომელიც პროფესიონალიზმს ადამიანურობასთან აერთიანებს და პაციენტის ნდობას ყოველდღიური შრომით იმსახურებს.
რჩევა მომავალ ექიმებს
გახსოვდეთ, რომ თქვენთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღე, შესაძლოა, თქვენი პაციენტისა და მისი ოჯახის ყველაზე რთული დღე იყოს, ამიტომ ცოდნასთან ერთად ადამიანურობაც მნიშვნელოვანია.
სამუშაო ადგილი
პირველი კლინიკა
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს პედიატრი
ბავშვის ჯანმრთელობის მეთვალყურეობა დაბადებიდან მოზარდობამდე: ზრდა-განვითარება, ვაქცინაცია, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც პედიატრის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება






