
- ექიმი
- ნათია ქოჩიაშვილი
- სპეციალობა
- ნევროლოგია
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- 599 760 979
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1974 წლის 10 მაისს თერჯოლაში. 1991 წელს დაამთავრა თერჯოლის N1 საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, პედიატრიულ ფაკულტეტზე განაგძო, რომელიც 1999 წელს დაასრულა. აქვს ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგიის სახელმწიფო სერტიფიკატი. მისი მრავალწლიანი და მდიდარი საექიმო პრაქტიკა 2000 წელს, წყნეთის ამბულატორიაში ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგის პოზიციით დაიწყო. 2001 წლიდან დღემდე საქმიანობს საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში, სადაც არის ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგი, ასევე სასწავლო პროგრამების ტრენერი. ნათია ქოჩიაშვილი პროფესიულ საქმიანობას აქტიურად აგრძელებს კლინიკებში: 2014 წლიდან დღემდე არის სამედიცინო ცენტრ „გრინ მედის“ ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგი, ხოლო 2024 წლიდან - კლინიკა „პრაიმის“ გუნდის წევრი იმავე სპეციალობით.
რა არის კარგი ექიმი?
პირველ რიგში, ექიმი საკუთარი საქმის ბრწყინვალე მცოდნე უნდა იყოს. მას უნდა ახასიათებდეს მოვლენების სწორი ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარი. ამასთანავე, აუცილებელია იყოს ემპათიური - შეეძლოს პაციენტის მდგომარეობის გაზიარება და თანაგრძნობის გამოხატვა. უმნიშვნელოვანესია პაციენტთან სწორი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, განსაკუთრებული ყურადღება და კეთილსინდისიერება.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
სამედიცინო საზოგადოების გარემოცვაში გავიზარდე, დედა ექიმი- ლაბორანტი, თერჯოლის საავადმყოფოს ლაბორატორიის გამგე იყო. სკოლის დასრულების შემდეგ ხშირად მივდიოდი მასთან სამსახურში. საავადმყოფოს გარემო, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა ბავშვობიდანვე ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა - თამაშის დროსაც კი ყოველთვის ექიმობანას ვთამაშობდი. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. ამასთანავე, ჩემს აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის დეიდას - პედიატრს, რომელიც დღემდე საკუთარი პროფესიის ერთგულია. რაც შეეხება უშუალოდ ნევროლოგიას, სწავლის დაწყებისთანავე მივხვდი, რომ ეს სწორედ ის სფერო იყო, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
უდიდეს პატივს ვცემ ნებისმიერი სფეროსა თუ პროფესიის წარმომადგენელს, რომელიც საკუთარ საქმეს უზადოდ ასრულებს და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ კოლეგებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ამ რთულ გზაზე, ვურჩევდი, არასოდეს შეწყვიტონ სწავლა და თვითგანვითარება. მედიცინა მუდმივად ცვალებადი სფეროა, ამიტომ დაუღალავი შრომა აუცილებელია საკუთარი საქმის უბადლო პროფესიონალად ჩამოსაყალიბებლად. ამასთანავე, ვეტყოდი, რომ პროფესიულ ცოდნასთან ერთად ყოველთვის შეინარჩუნონ ადამიანურობა, თანაგრძნობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო ადგილი
გოთუას სამედიცინო ცენტრი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ნევროლოგი
თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და პერიფერიული ნერვების დაავადებების — ინსულტის, ეპილეფსიის, შაკიკის, პარკინსონის დაავადების — დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც ნევროლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება




