
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: თბილისი
- ექიმი
- მარინე გაგოშიძე
- სპეციალობა
- პედიატრია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- +995 32 250 03 03
- ელ-ფოსტა
- zhvaniaclinic@tsmu.edu
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- zhvaniaclinic.ge/ka
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1962 წლის 25 თებერვალს. 1980–1986 წლებში სწავლობდა თსსი-ში, პედიატრიულ ფაკულტეტზე. 2006 წელს მიენიჭა „მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი. საექიმო საქმიანობა მან 1986 წელს დაიწყო თბილისის იაშვილის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმ-ინტერნად. 1987– 1990 წლებში მუშაობდა ამბროლაურის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს თერაპიის განყოფილებაში ექიმ-პედიატრად. 1990–1997 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის კლინიკური ორდინატორი, ხოლო 2000 წლებში — თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი. 2000–2014 წლებში საქმიანობდა თბილისის გურამიშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკაში ექიმ- პედიატრად ემერჯენსისა და თერაპიის განყოფილებებში, ხოლო 2015–2016 წლებში იყო შპს №5 კლინიკური საავადმყოფოს მოწვეული კონსულტანტი. 2011–2026 წლებში ის იკავებდა ექიმი-პედიატრისა და პედიატრიის სამსახურის პედიატრის პოზიციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო 2017–2024 წლებში იყო ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის მოწვეული კონსულტანტი. 2004–2010 წლებში ასევე იყო მუხაძის სახელობის უნივერსიტეტ „ივერიას“ ასოცირებული პროფესორი და მოწვეული პედაგოგი. 2006 წლიდან დღემდე, კი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) ბავშვთა და მოზარდთა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. გარდა ამისა, 2017–2023 წლებში თსსუ-სა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იგი საქმიანობდა ექსპერტ-რეცენზენტად. მარინე გაგოშიძე აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო-კვლევით პროექტებში. ის გახლავთ მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცემებში, რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში, მათ შორის საქართველოს რესპირატორული ასოციაციისა და ევროპის პედიატრიული აკადემიური საზოგადოებების (EAPS) კონგრესებში.
რა არის კარგი ექიმი?
ნამდვილ ექიმს ცოდნასთან ერთად ადამიანურობა ქმნის. იგი უნდა იყოს გულისხმიერი, ემპათიური, ჰქონდეს პაციენტის მოსმენის, თანაგრძნობისა და მხარდაჭერის უნარი.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ბავშვობიდან მიზიდავდა პროფესია, რომელიც ადამიანების დახმარების შესაძლებლობას იძლევა.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ვფიქრობ, იდეალი ერთი კონკრეტული ადამიანი არ არის. ცხოვრების განმავლობაში ბევრ გამორჩეულ ექიმსა და მეცნიერს შევხვედრივარ და თითოეულისგან რაღაც მნიშვნელოვანი მისწავლია.
რჩევა მომავალ ექიმებს
უნდა იცოდეთ, რომ ეს პროფესია მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლას მოითხოვს. თუ შეძლებთ ცოდნისა და ჰუმანურობის შერწყმას, აუცილებლად გახდებით კარგი ექიმი.
გამოცდილება
მარინე გაგოშიძე დაიბადა 1962 წლის 25 თებერვალს. 1980–1986 წლებში სწავლობდა თსსი-ში, პედიატრიულ ფაკულტეტზე. 2006 წელს მიენიჭა „მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი. საექიმო საქმიანობა მან 1986 წელს დაიწყო თბილისის იაშვილის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმ-ინტერნად. 1987– 1990 წლებში მუშაობდა ამბროლაურის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს თერაპიის განყოფილებაში ექიმ-პედიატრად. 1990–1997 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის კლინიკური ორდინატორი, ხოლო 2000 წლებში — თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი. 2000–2014 წლ
სამუშაო ადგილი
ენმედიცი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს პედიატრი
ბავშვის ჯანმრთელობის მეთვალყურეობა დაბადებიდან მოზარდობამდე: ზრდა-განვითარება, ვაქცინაცია, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც პედიატრის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება







