
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: თბილისი
- ექიმი
- მარიკა ფელანგია
- სპეციალობა
- კარდიოლოგია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
მ 1996–2002 წლებში დაამთავრა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 2005 წელს მან მიიღო ზოგადი პროფილის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატი, ხოლო 2006 წელს — შინაგანი სნეულებების ნებადართული სპეციალობის სერტიფიკატი. თავისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში, 2006–2008 წლებში მუშაობდა წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტში უმცროს ექიმად, 2009– 2010 წლებში — შპს „MCN“-ში ექიმ-თერაპევტად, ხოლო 2010– 2021 წლებში საქმიანობა გააგრძელა საბერიოს საექიმო ამბულატორიაში ექიმ- თერაპევტად. იგი ფლობს ისეთ კომპეტენციებსა და უნარებს, როგორიცაა სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი, კომუნიკაბელურობა, მაღალი პასუხისმგებლობა და სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება. 2020 წლიდან რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალ თერაპევტად მუშაობს და ყოველ დილას უწევს “საზღვრის“ კვეთა. პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მან გაიარა მრავალი ტრენინგი და სემინარი, მათ შორის: გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსები (BLS, ALS, BTLS & ATLS 2011 წელს), „პრევ-ჰოსპიტალურ დონეზე ექიმთა გადამზადება გადაუდებელ მედიცინაში“ (2012 წ.) და „გავრცელებული მწვავე და ქრონიკული პრობლემები პირველადი ჯანდაცვის ექიმის პრაქტიკაში“ (2017 წ.).
რა არის კარგი ექიმი?
ადამიანი პროფესიონალ ექიმად რომ ჩამოყალიბდეს ბევრი უნარ - თვისების ერთობლიობა სჭირდება, ეს არის ურთულესი გზა, რომელიც მოითხოვს მრავალწლიან სწავლას ცოდნის მისაღებად, ასევე მიღებული ცოდნის გამოყენებას, რაც შემდგომ გამოცდილებად იქცევა. უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა და გულისხმიერი დამოკიდებულება პაციენტთან, საბოლოოდ, ექიმს პროფესიონალად აქცევს. ადამიანური დამოკიდებულება ექიმსა და პაციენტს შორის უადვილებს ექიმს მიიღოს სწორი ანამნეზი, რაც შემდგომ საფუძველია ასევე სწორად დასმული დიაგნოზისა და მკურნალობის.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
პროფესიის არჩევისას ინსპირაცია არ მქონია. ბავშვობიდან ვოცნებობდი ექიმის პროფესიაზე და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე. თუმცა გზა, რომელიც გავიარე, არ იყო მარტივი, რადგან ცოდნის მიღება მომიწია ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში „ 90-იანებში“, უდიდესი როლი კი ჩემი ოცნების ახდენაში მშობლებს მიუძღვით. მათი თანადგომა ჩემთვის ფასდაუდებელია.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
იდეალი ამ პროფესიაში არ მყავს, რადგან ვთვლი, რომ თითოეული ექიმი საკუთარ კვალს ტოვებს როგორც ამ სფეროში, ისე ადამიანების ცხოვრებაში.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ ექიმებს ვურჩევდი - კარგად დაფიქრდნენ ამ პროფესიის არჩევისას. ისინი მზად უნდა იყვნენ 24/7 - ზე ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე ყოფნისთვის. ამ სფეროში შეცდომების დაშვება დაუშვებელია.
გამოცდილება
მარიკა ფელანგიამ 1996–2002 წლებში დაამთავრა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 2005 წელს მან მიიღო ზოგადი პროფილის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატი, ხოლო 2006 წელს — შინაგანი სნეულებების ნებადართული სპეციალობის სერტიფიკატი. თავისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში, 2006–2008 წლებში მუშაობდა წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტში უმცროს ექიმად, 2009– 2010 წლებში — შპს „MCN“-ში ექიმ-თერაპევტად, ხოლო 2010– 2021 წლებში საქმიანობა გააგრძელა საბერიოს საექიმო ამბულატორიაში ექიმ- თერაპევტად. იგი ფლობს ისეთ კომპეტენციებსა და უნარებს, როგორიცაა სტრატ
სამუშაო ადგილი
თოდუას კლინიკა
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს კარდიოლოგი
გულისა და სისხლძარღვების დაავადებების — ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, რიტმის დარღვევების, გულის უკმარისობის — დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია.
სიმპტომები, რომლებითაც კარდიოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება



