
- ექიმი
- მარიკა თოიძე
- სპეციალობა
- რევმატოლოგია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი certificate.ge-ზე ჯერ არ არის დადასტურებული.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- (+995 032) 2 600 600
- ელ-ფოსტა
- info@cmchospital.ge
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- cmchospital.ge/ge
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
MD; PhD; პროფესორი, კლინიკური კვლევების მართვის დეპარტამენტის დირექტორი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მან სამედიცინო პრაქტიკა გააგრძელა მილანის საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტებში. მარიკა ასევე იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც ჩააბარა ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდები და მოღვაწეობა გააგრძელა ნიუ-იორკის, ვეილის სამედიცინო კოლეჯის ბაზაზე არსებულ, კორნელ-კოლუმბიის პრესბიტერიანული ჰოსპიტლში. ამავე პერიოდში, ის მონაწილეობდა ალცჰეიმერის დაავადების სამეცნიერო კვლევებში.
მარიკა თოიძეს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება. ამჟამად, ის იკავებს კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური კვლევების მართვის დეპარტამენტის დირექტორისა და რევმატოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებს. ამავე დროს არის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და აგრძელებს აკადემიურ მოღვაწეობას.
ის ასევე გახლდათ საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა კოლეჯის ბაზაზე აკრედიტებული PHTLS-ის პროგრამის სამედიცინო დირექტორი ამიერკავკასიის რეგიონში. ამ ეტაპზე, ის არის საქართველოში არსებული ამერიკის ანესთეზიოლოგთა ასოციაციის აკრედიტებული კურსის, FCCS-ის სამედიცინო დირექტორი. მარიკა გახლავთ ავტორი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და აკრედიტებული პროგრამების, რომლებიც შეეხება ექიმთა უწყვეტ სამედიცინო განათლებას. იგი ხელმძღვანელობდა, მასაჩუსეტსის მთავარი ჰოსპიტლის შინაგანი მედიცინის სახელმძღვანელოს („გზამკვლევი შინაგან მედიცინაში“) პირველი ქართულად ლიცენზირებული თარგმანის სარედაქციო კოლეგიას, რომელიც გამოიცა „საქართველოს მაცნეს“ მიერ.
ამჟამად, მარიკა არის განათლების ხარისხის სახელმწიფო ექსპერტთა კორპუსის წევრი და ფლობს ლიცენზიებს შინაგან მედიცინასა და რევმატოლოგიაში და აქტიურად აგრძელებს კლინიკურ საქმიანობას. ის მონაწილეობს, აშშ-ს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამასა და პროფესიულ საერთაშორისო კონფერენციებში. ამასთან ერთად, ის ორგანიზებას უწევს პირველადი ჯანდაცვის განვითარების საერთაშორისო კონფერენციებს საქართველოში.
მარიკა თოიძე არის საქართველოს პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალთა ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. იგი ასოციაციის ეგიდით ახორციელებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებს ჯანდაცვის მიმართულებით.
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: წინასწარი — certificate.ge-ზე ჯერ არ არის დადასტურებული.
რას მკურნალობს რევმატოლოგი
სახსრების, შემაერთებელი ქსოვილისა და აუტოიმუნური სისტემური დაავადებების — რევმატოიდული ართრიტის, მგლურას, ვასკულიტების, პოდაგრის — დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც რევმატოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება



