
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: თბილისი
- ექიმი
- მარიამ დოღონაძე
- სპეციალობა
- პედიატრია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1959 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში. იქვე მიიღო პირველადი განათლება - 1976 წელს დაამთავრა გომბორის საშუალო სკოლა. მედიცინით დაინტერესებულმა მომავალმა ექიმმა სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე განაგრძო, სადაც 1982-1988 წლებში სწავლობდა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, 1988-1989 წლებში, მან ინტერნატურის კურსი საგარეჯოს ბავშვთა საავადმყოფოში გაიარა. მარიამ დოღონაძის პროფესიული საქმიანობა 1989 წლიდან იწყება, როდესაც მუშაობა დაიწყო საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმის ამბულატორიის გამგე-თერაპევტად. მოგვიანებით, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით, 2006- 2007 წლებში მან გაიარა ოჯახის ექიმის გადამზადების სპეციალური კურსი. 2007 წლიდან დღემდე ერთგულად აგრძელებს მუშაობას. როგორც სოფლის ექიმი - დაუღალავად ზრუნავს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ჰყავს - მეუღლე და ორი შვილი.
რა არის კარგი ექიმი?
მკურნალის ფენომენი, უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ შრომისმოყვარეობასა და ღრმა ჰუმანიზმს ეფუძნება. ექიმობა არ არის მხოლოდ ხელობა; ეს არის უნარი, სხვისი ტკვილი საკუთარივით გაითავისო, თანაუგრძნო მას და ატარო ეს პასუხისმგებლობა.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ჩემს გადაწყვეტილებაზე უდიდესი გავლენა იქონია ბავშვობისდროინდელმა რეალობამ. მე გავიზარდე მაღალმთიან, ულამაზეს სოფელ გომბორში, სადაც მუდმივი ექიმის არარსებობა და სამედიცინო ხელმისაწვდომობის სიმცირე ჩვენი ყოველდღიურობის მწვავე პრობლემას წარმოადგენდა. სწორედ მშობლიური სოფლისა და იქაური ადამიანების ამ დიდმა საჭიროებამ გამიჩინა უმთავრესი სტიმული და შინაგანი პროტესტი - ამერჩია ექიმის პროფესია, რათა მოგვიანებით საკუთარი ცოდნითა და ენერგიით დავბრუნებოდი ჩემს კუთხეს და დავდგომოდი გვერდით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემი უპირველესი პროფესიული იდეალი და შთაგონების წყარო ბავშვობიდანვე გახლდათ ბატონი რამაზ აბელაშვილი - ჩვენი სოფლის გამორჩეული მკურნალი.
რჩევა მომავალ ექიმებს
ჩემი უმთავრესი რჩევა და თხოვნა მომავალი კოლეგებისადმი იქნება ის, რომ საექიმო ხელოვნებას საფუძვლიანად, უდიდესი პასუხისმგებლობითა და სიღრმისეულად დაეუფლონ. მედიცინაში ზედაპირული ცოდნა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს - ჩვენს პროფესიაში ყოველ წვრილმანს, თითოეულ ნიუანსს ადამიანის სიცოცხლის ფასი აქვს. ნამდვილი ექიმი არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით და ყოველთვის მიილტვის სრულყოფილებისკენ.
განათლება
დაამთავრა გომბორის საშუალო სკოლა. სწავლობდა.
გამოცდილება
მარიამ დოღონაძე დაიბადა 1959 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში. იქვე მიიღო პირველადი განათლება - 1976 წელს დაამთავრა გომბორის საშუალო სკოლა. მედიცინით დაინტერესებულმა მომავალმა ექიმმა სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე განაგრძო, სადაც 1982-1988 წლებში სწავლობდა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, 1988-1989 წლებში, მან ინტერნატურის კურსი საგარეჯოს ბავშვთა საავადმყოფოში გაიარა. მარიამ დოღონაძის პროფესიული საქმიანობა 1989 წლიდან იწყება, როდესაც მუშაობა დაიწყო საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმის ამბულატორიის გამგე-თერაპევტად. მოგვიანებით, კვალიფიკაციის ამაღლები
სამუშაო ადგილი
ნიუ ჰოსპიტალსი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს პედიატრი
ბავშვის ჯანმრთელობის მეთვალყურეობა დაბადებიდან მოზარდობამდე: ზრდა-განვითარება, ვაქცინაცია, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც პედიატრის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება







