View full profile in English on Certificate.ge
- ექიმი
- მანანა მარტიაშვილი
- სპეციალობა
- საოჯახო მედიცინა
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1962 წლის 29 მარტს გურჯაანის რაიონში. დედა, ჟუჟუნა შიოშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, ხოლო მამა, შოთა მარტიაშვილი — ინჟინერი. 1979 წელს მან წარჩინებით დაამთავრა გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთის საშუალო სკოლა. 1987 წელს კი წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში და არაერთხელ გახდა გამარჯვებული. 1988 წელს წარჩინებით დაასრულა ინტერნატურის კურსი და დაიწყო მუშაობა №2 საოჯახო მედიცინის ცენტრში. 1989–1990 წლებში ასევე წარჩინებით გაიარა ორდინატურის კურსი. 2017 წლიდან მანანა მარტიაშვილმა მუშაობა დაიწყო კლინიკა „ევექსში“ ოჯახის ექიმის (პედიატრის) პოზიციაზე, სადაც იმავე წელს დააჯილდოეს ქების სიგელით — „ადამიანი აღმოჩენა“. 2022 წელს იგი COVID-19- ის წინააღმდეგ გაწეული თავდადებული მუშაობისთვის დააჯილდოეს მედლით — „ევექსის გულის ორდენოსანი“. დღეს იგი არის ევროპული რესპირატორული საზოგადოების წევრი და ამავე საზოგადოების მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციების მრავალგზის მონაწილე. მანანა მარტიაშვილი თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ თითოეული პატარა ჯანმრთელად და ლაღად გაიზარდოს. მას არაერთხელ გადაურჩენია უამრავი ბავშვის სიცოცხლე. იგი ყველასთვის საყვარელი პედიატრი და პატარების ერთგული მეგობარია. პაციენტებსა და მშობლებში იგი ცნობილია განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და გულისხმიერებით. ბევრი მშობელი იხსენებს მის მიერ ჩადენილ საგმირო საქმეებსა და ზუსტ დიაგნოსტიკას. სწორედ ამიტომ, შემთხვევითი არ არის მისთვის მინიჭებული ჯილდო — „ადამიანი აღმოჩენა“. მანანა მარტიაშვილი არის XXI საუკუნის საქართველოდან ფესვგადგმული, შეუდარებელი ექიმი-პედიატრი. ჰყავს მეუღლე, ვაჟა შიშნიაშვილი (ინჟინერი) და ორი ვაჟი — ბექა და ერეკლე შიშნიაშვილები.
რა არის კარგი ექიმი?
ნამდვილი პროფესიონალიზმი დაუსრულებელ ცოდნასთან ერთად უზომო სიკეთესა და სითბოს მოითხოვს.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ამ ლამაზი და საპასუხისმგებლო გზის არჩევის მთავარი მიზეზი იყო - იმ უსაზღვრო შვებისა და ბედნიერების განცდა, როცა ხედავ, როგორ უბრუნდება ადამიანს თვალებში იმედი, ღიმილი და სიცოცხლე შენი ზრუნვისა და დახმარების წყალობით.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
დიახ, ჩემთვის მისაბაძნი არიან ისეთი თავდადებული ადამიანები, რომელთათვისაც მედიცინა უბრალოდ პროფესია კი არა, ცხოვრების უმაღლესი მისიაა - ადამიანების უპირობო სიყვარული და მათი ტანჯვის შემსუბუქებაა.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ კოლეგებს ვეტყოდი, რომ არასდროს დაკარგონ ადამიანურობა და თანაგრძნობის უნარი.
განათლება
დაამთავრა გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთის საშუალო სკოლა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. დაასრულა ინტერნატურის კურსი და დაიწყო მუშაობა №2 საოჯახო მედიცინის ცენტრში. გაიარა ორდინატურის კურსი.
გამოცდილება
მანანა მარტიაშვილი დაიბადა 1962 წლის 29 მარტს გურჯაანის რაიონში. დედა, ჟუჟუნა შიოშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, ხოლო მამა, შოთა მარტიაშვილი — ინჟინერი. 1979 წელს მან წარჩინებით დაამთავრა გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთის საშუალო სკოლა. 1987 წელს კი წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში და არაერთხელ გახდა გამარჯვებული. 1988 წელს წარჩინებით დაასრულა ინტერნატურის კურსი და დაიწყო მუშაობა №2 საოჯახო მედიცინის ცენტრში. 1989–1990 წლებში ასევე წარჩინებით
სამუშაო ადგილი
თოდუას კლინიკა
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ოჯახის ექიმი
პირველადი ჯანდაცვის ექიმი, რომელიც ოჯახის ყველა წევრს — ბავშვებსაც და მოზრდილებსაც — უწევს მეთვალყურეობას, პროფილაქტიკას, ხშირი დაავადებების მკურნალობასა და საჭიროებისას სპეციალისტთან მიმართვას.
სიმპტომები, რომლებითაც ოჯახის ექიმის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება


