
- ექიმი
- მანანა ასლანიშვილი
- სპეციალობა
- ნეონატოლოგია
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1962 წლის 6 დეკემბერს დმანისის რაიონის სოფელ მაშავერაში. წარჩინებით დაასრულა ადგილობრივი საშუალო სკოლა. უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, პედიატრიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა 1986 წელს. მანანა ასლანიშვილი ათეულობით წელია ერთგულად ემსახურება ბავშვთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის დაცვას. მისი მრავალმხრივი და მაღალპროფესიული კარიერული გზა მოიცავს შემდეგ პერიოდებს: 1987 – 1989 წლები. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, განაწილებით მუშაობდა დმანისის რაიონში პედიატრად, 1989 წლიდან – დღემდე მუშაობს კაზრეთის საავადმყოფოში ექიმ-პედიატრად და ნეონატოლოგად, 2001 წლიდან – დღემდე ძირითადი საქმიანობის პარალელურად, თავს ართმევს ექიმი-ლაბორანტის საპასუხისმგებლო მოვალეობას, 2012 წლიდან – დღემდე მუშაობს ბოლნისის ცენტრალური კლინიკის გადაუდებელი მედიცინის (ER) განყოფილებაში მორიგე პედიატრად. ამასთანავე, შეთავსებული აქვს მორიგე ნეონატოლოგის შტატი. 2015 წლიდან – დღემდე პარალელურად, იკავებს დმანისის რეგიონული ცენტრის ნეონატოლოგის პოზიციას. 2017 – 2023 წლებში მუშაობდა რუსთავის კლინიკის მორიგე ნეონატოლოგად.
რა არის კარგი ექიმი?
ჩემი აზრით, პროფესიონალიზმი მიიღწევა ყოველდღიური განათლებითა და იმგვარი გარემოთი, სადაც გამოცდილება და მედიცინის თანამედროვე სიახლეები ერთმანეთს ერწყმის, ხოლო სიცოცხლის გადარჩენა არა მხოლოდ პრესტიჟი, არამედ ღვთის ნების აღსრულებაა.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
მამაჩემის სანუკვარი ოცნება შევასრულე. იგი პედაგოგი, ბავშვების უზომოდ მოყვარული და მზრუნველი ადამიანი იყო. მისთვის პედიატრი, დედამიწაზე, ყველაზე სათნო იყო, ამიტომ მთელი ჩემი ბავშვობა ამ მოწოდების განცდით გავიარე. მისი ძალიან მადლობელი ვარ, რადგან ჩვენი პაციენტები, ნებისმიერი ასაკისა თუ ეთნიკური კუთვნილების - უზომოდ საყვარლები და მადლიერები არიან, რადგან მათ ოდნავადაც კი თუ დაეხმარები, მაშინვე გიღიმიან.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემს ცხოვრებაში, საბედნიეროდ, ბევრი მისაბაძი ადამიანი შემხვდა: პედაგოგები, კურსელები თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები კოლეგები (ბუჭა არჩვაძე, ბორენა ალავიძე, ზაზა ბერძენიშვილი, ნოდარ ხერხეულიძე, იოსებ კვაჭაძე, ბიძინა მინდაძე...), თუმცა, თუ ამას ოჯახურ მიკერძოებად არ ჩამითვლით, ჩემი პაპა - ლევანი და მისი ძმა - იაკობ ასლანიშვილები, ჩემს ბავშვობაში განთქმული ტრავმატოლოგები იყვნენ.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ ექიმებს ბევრად მეტი განათლება, ყურადღება და პრაქტიკული უნარები სჭირდებათ, რადგან მკვეთრად გაიზარდა დაავადებათა რიცხვი.
განათლება
დაასრულა ადგილობრივი საშუალო სკოლა. დაასრულა 1986 წელს.
გამოცდილება
მანანა ასლანიშვილი დაიბადა 1962 წლის 6 დეკემბერს დმანისის რაიონის სოფელ მაშავერაში. წარჩინებით დაასრულა ადგილობრივი საშუალო სკოლა. უმაღლესი განათლების მისაღებად სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, პედიატრიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა 1986 წელს. მანანა ასლანიშვილი ათეულობით წელია ერთგულად ემსახურება ბავშვთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის დაცვას. მისი მრავალმხრივი და მაღალპროფესიული კარიერული გზა მოიცავს შემდეგ პერიოდებს: 1987 – 1989 წლები. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, განაწილებით მუშაობდა დმანისის რაიონში პედიატრად, 1989 წლიდან – დღემდე მუშაობს კაზრ
სამუშაო ადგილი
ღია გული / მე-5 კლინიკური საავადმყოფო
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ნეონატოლოგი
ახალშობილთა, მათ შორის დღენაკლული ბავშვების, მოვლა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც ნეონატოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება




