
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: გურია
- ექიმი
- ლია ქავთარაძე
- სპეციალობა
- საოჯახო მედიცინა
- რეგიონი
- გურია
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1958 წლის 12 დეკემბერს. დაამთავრა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოს საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სანიტარია-ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის ფაკულტეტზე. აღნიშნული ინსტიტუტი მან 1988 წელს დაამთავრა და მუშაობა განაწილებით დაიწყო ლანჩხუთში, ეპიდემიოლოგის პოზიციაზე. 1995 წელს ლია ქავთარაძემ თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიარა კვალიფიკაცია თერაპიის განხრით და ამავე წელს დაინიშნა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს საექიმო ამბულატორიის გამგედ და სოფლის ექიმად. 2001 წელს მან წარმატებით ჩააბარა სალიცენზიო გამოცდა, რის საფუძველზეც მიენიჭა სახელმწიფო სერტიფიკატი ნებადართული სპეციალობით — შინაგანი მედიცინა. 2006 წელს კი გაიარა გადამზადების კურსი საოჯახო მედიცინაში და მოიპოვა სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით — ოჯახის ექიმი. ის სისტემატურად ესწრება მრავალპროფილურ პროფესიულ ტრენინგებს და ფლობს შესაბამის სერტიფიკატებს. ლია ქავთარაძე დღემდე ერთგულად აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, სადაც ოჯახის ექიმის პოზიციაზე მუშაობს.
რა არის კარგი ექიმი?
ექიმი, პირველ რიგში, კეთილი უნდა იყოს, უნდა შეეძლოს სხვისი ტკივილის გულთან მიტანა. მას უნდა ჰქონდეს ადამიანების დახმარებისა და გვერდში დგომის დიდი სურვილი. ხანდახან კი - ყველაფრის დავიწყებაც უნდა შეეძლოს სხვების გადასარჩენად.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ხშირად მოავადე ბავშვი ვიყავი. როცა ექიმი მსინჯავდა, დედამიწაზე მასზე მეტად თბილი და უპირატესი არავინ და არაფერი მეგონა. მინდოდა, ექიმი ვყოფილიყავი. უფლის წყალობით, ეს ოცნება ავისრულე.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ბევრი კარგი ექიმი მომწონს, მაგრამ კონკრეტული იდეალი არ მყავს და არავის ვბაძავ. ჩემთვის მთავარი ჩემი რწმენა და შინაგანი ხმაა. ვცდილობ, უბრალოდ, სიკეთით, სიყვარულითა და თავმდაბლობით დავეხმარო ჩემს პაციენტებს.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ ექიმებს ვურჩევდი უბრალოდ, უყვარდეთ ადამიანები - მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი, რა სწამთ ან რა მდგომარეობაში იმყოფებიან.
განათლება
დაამთავრა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოს საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სანიტარია-ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის ფაკულტეტზე. დაამთავრა და მუშაობა განაწილებით დაიწყო ლანჩხუთში, ეპიდემიოლოგის პოზიციაზე.
გამოცდილება
ლია ქავთარაძე დაიბადა 1958 წლის 12 დეკემბერს. დაამთავრა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოს საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სანიტარია-ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის ფაკულტეტზე. აღნიშნული ინსტიტუტი მან 1988 წელს დაამთავრა და მუშაობა განაწილებით დაიწყო ლანჩხუთში, ეპიდემიოლოგის პოზიციაზე. 1995 წელს ლია ქავთარაძემ თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიარა კვალიფიკაცია თერაპიის განხრით და ამავე წელს დაინიშნა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს საექიმო ამბულატორიის გამგედ და სოფლის ექიმად. 2001 წელს მან წარმატებით ჩააბარა სალიცენზიო გამოცდა
სამუშაო ადგილი
ენმედიცი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ოჯახის ექიმი
პირველადი ჯანდაცვის ექიმი, რომელიც ოჯახის ყველა წევრს — ბავშვებსაც და მოზრდილებსაც — უწევს მეთვალყურეობას, პროფილაქტიკას, ხშირი დაავადებების მკურნალობასა და საჭიროებისას სპეციალისტთან მიმართვას.
სიმპტომები, რომლებითაც ოჯახის ექიმის მიმართავენ
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება