- ექიმი
- ირინა ქოქოლაძე
- სპეციალობა
- საოჯახო მედიცინა
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1978 წლის 29 ივლისს, ქალაქ ბათუმში. იგი იზრდებოდა სოფელ ჭარნალში, მეზღვაურისა და პედაგოგის (სკოლის დირექტორის) ოჯახში. 1994 წელს მან დაამთავრა ჭარნალის საჯარო სკოლა და იმავე წელს სწავლა გააგრძელა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, პედიატრიის სპეციალობით, რომელიც 2000 წელს წარჩინებით დაასრულა. პროფესიული განათლების გაღრმავების მიზნით, 2000–2001 წლებში მან გაიარა ინტერნატურა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამედიცინო პედიატრიულ აკადემიაში. 2001–2003 წლებში სწავლა განაგრძო კლინიკურ ორდინატურაში, ხოლო 2003–2006 წლებში — კლინიკურ ასპირანტურაში სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიაში, სადაც 2006 წელს ირინა ქოქოლაძემ პედიატრიის მიმართულებით დაიცვა სამეცნიერო ხარისხი. 2006 წლის დეკემბერში დაბრუნდა საქართველოში, სადაც დღემდე ეწევა აქტიურ პრაქტიკულ საქმიანობას, როგორც მოქმედი ექიმი-პედიატრი და ოჯახის ექიმი. 2010 წელს მან დამატებით გაიარა პროფესიული სტაჟირება პოლონეთში, ქალაქ უსტრონში. 2019 წლიდან ირინა ქოქოლაძე აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და ამჟამად გახლავთ “ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ბათუმის აკადემიური წევრი (ასისტენტ-პროფესორი). 2024 წლიდან იგი ასევე არის სამედიცინო-საგანმანათლებლო ბლოგის ავტორი (@ Dr. Irina Qoqoladze), სადაც საზოგადოებას უზიარებს სასარგებლო და სანდო ინფორმაციას ჯანმრთელობისა და პედიატრიის შესახებ.
რა არის კარგი ექიმი?
ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება ღრმა ემპათია და გულისხმიერება, რათა ნამდვილი, პროფესიონალი ექიმი გახდეს - პაციენტის ტკივილი საკუთარივით უნდა იგრძნოს და გაიგოს.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ექიმობა პირველი კლასიდანვე მინდოდა, თუმცა მეცხრე კლასში საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ სწორედ პედიატრი გამოვსულიყავი. ჩემთვის მთავარი ინსპირაცია ოჯახური გარემო და ჩემი უმცროსი ძმის ავადმყოფობა გახდა - სწორედ მაშინ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია პატარებზე ზრუნვა.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
დიახ, მყავს იდეალი - ჩემი მასწავლებელი პეტერბურგში, რიაბჩუკ ფაინა ნიკოლაევნა. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს ექიმად ჩამოყალიბებაში. სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ სიღრმისეულად შემესწავლა პედიატრია და შემყვარებოდა საექიმო ხელოვნება.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ კოლეგებს ვურჩევდი: თუკი მედიცინა აირჩიეს, ამ გზას ბოლომდე მიჰყვნენ. ეს არ არის იოლი გზა - ეს არის სიყვარულის, ტოლერანტობისა და უანგარო თავდადების პროფესია. ექიმი არ ანსხვავებს ადამიანებს ეროვნების, რელიგიის, პოლიტიკური მრწამსის თუ სექსუალური ორიენტაციის მიხედვით, ის განურჩევლად ყველას მკურნალი და მფარველია.
განათლება
დაამთავრა ჭარნალის საჯარო სკოლა და იმავე წელს სწავლა გააგრძელა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, პედიატრიის სპეციალობით, რომელიც 2000 წელს წარჩინებით დაასრულა. გაიარა ინტერნატურა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამედიცინო პედიატრიულ აკადემიაში. გაიარა პროფესიული სტაჟირება პოლონეთში, ქალაქ უსტრონში.
გამოცდილება
ირინა ქოქოლაძე დაიბადა 1978 წლის 29 ივლისს, ქალაქ ბათუმში. იგი იზრდებოდა სოფელ ჭარნალში, მეზღვაურისა და პედაგოგის (სკოლის დირექტორის) ოჯახში. 1994 წელს მან დაამთავრა ჭარნალის საჯარო სკოლა და იმავე წელს სწავლა გააგრძელა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, პედიატრიის სპეციალობით, რომელიც 2000 წელს წარჩინებით დაასრულა. პროფესიული განათლების გაღრმავების მიზნით, 2000–2001 წლებში მან გაიარა ინტერნატურა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამედიცინო პედიატრიულ აკადემიაში. 2001–2003 წლებში სწავლა განაგრძო კლინიკურ ორდინატურაში, ხოლო 2003–2006 წლებში — კლინიკურ ასპირანტურაში სანქტ-პეტერბურგ
სამუშაო ადგილი
ღია გული / მე-5 კლინიკური საავადმყოფო
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ოჯახის ექიმი
პირველადი ჯანდაცვის ექიმი, რომელიც ოჯახის ყველა წევრს — ბავშვებსაც და მოზრდილებსაც — უწევს მეთვალყურეობას, პროფილაქტიკას, ხშირი დაავადებების მკურნალობასა და საჭიროებისას სპეციალისტთან მიმართვას.
სიმპტომები, რომლებითაც ოჯახის ექიმის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება


