
- ექიმი
- ინარა დარახველიძე
- სპეციალობა
- პედიატრია
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1960 წლის 2 მარტს. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში მიიღო, სადაც პედიატრიის ფაკულტეტზე სწავლობდა და სწავლა წარმატებით დაასრულა 1986 წელს. მოგვიანებით, 2001 წელს, მოიპოვა სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით „ინფექციური სნეულებანი“. ინარა დარახველიძეს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი პროფესიული კარიერა 1990 წელს დაიწყო ქალაქ რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც 2003 წლამდე ექიმ-ინფექციონისტად მუშაობდა. 2003 წლიდან დღემდე საქმიანობას აგრძელებს ს/ს „რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში“ ექიმ-ინფექციონისტის პოზიციაზე. პარალელურად, 2019 წლიდან დღემდე, გახლავთ კონსულტანტი-ინფექციონისტი ქალაქ მარნეულში, „ავერსის კლინიკის“ საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში. იგი არის საქართველოს რესპირაციული საზოგადოების თანათავმჯდომარე ქვემო ქართლის რეგიონში. გარდა ამისა, 2011 წლიდან დღემდე იკავებს შ.პ.ს. „ბეიბი ფუდის“ სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციას ქვემო ქართლში. საკუთარი პროფესიული კვალიფიკაციისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, 2012 წლის 30 აპრილიდან 18 მაისამდე მან გაიარა საერთაშორისო ტრეინინგი თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. ანკარა), რომელიც ეხებოდა ბავშვთა ინფექციურ სნეულებებს, ალერგოლოგიასა და გადაუდებელ დახმარებას. ინარა დარახველიძე აქტიურ მონაწილეობას იღებს მნიშვნელოვან საერთაშორისო ჯანდაცვით პროექტებში. 2022 წელს, ფასილიტატორის სტატუსით მონაწილეობდა USAID-ის, Caritas-ისა და UNICEF-ის ერთობლივ პროექტში: „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა COVID-19 პანდემიის დროს“. ასევე, 2025 წელს, იყო ფასილიტატორი კორეის რესპუბლიკის, Caritas- ისა და UNICEF-ის პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვთა ასაკის გეგმიური იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესებას. ჰყავს სამი შვილი.
რა არის კარგი ექიმი?
პროფესიონალიზმთან ერთად, აუცილებელია ადამიანური სითბო და პაციენტის მიმართ გულწრფელი თანაგრძნობა.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ჩემი შთაგონების მთავარი წყარო დედაჩემი იყო, ადრე გარდაიცვალა და ამიტომ ჩემი გამზრდელი ბებია და ბაბუა მზრდიდნენ დედაჩემის პროფესიის გამგრძელებლად.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
კონკრეტული იდეალი არ მყავს.
რჩევა მომავალ ექიმებს
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესია უდიდეს სირთულეებთან და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, გვახსოვდეს, რომ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე ფასეული არაფერია.
გამოცდილება
ინარა დარახველიძე დაიბადა 1960 წლის 2 მარტს. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში მიიღო, სადაც პედიატრიის ფაკულტეტზე სწავლობდა და სწავლა წარმატებით დაასრულა 1986 წელს. მოგვიანებით, 2001 წელს, მოიპოვა სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით „ინფექციური სნეულებანი“. ინარა დარახველიძეს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი პროფესიული კარიერა 1990 წელს დაიწყო ქალაქ რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც 2003 წლამდე ექიმ-ინფექციონისტად მუშაობდა. 2003 წლიდან დღემდე საქმიანობას აგრძელებს ს/ს „რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში“ ექიმ-ინფექციონისტის პოზ
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს პედიატრი
ბავშვის ჯანმრთელობის მეთვალყურეობა დაბადებიდან მოზარდობამდე: ზრდა-განვითარება, ვაქცინაცია, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც პედიატრის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება





