
- ექიმი
- თამილა შუბითიძე
- სპეციალობა
- კარდიოლოგია
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1969 წელს ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში. 1986 წელს სკოლის დასრულების შემდეგ მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. მოგვიანებით ინტერნატურისა და ორდინატურის კურსი გაიარა თბილისის №4 კლინიკურ საავადმყოფოში (ყოფილი მე-8 საავადმყოფო), სადაც ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო კვლევებში. სწავლის დასრულების შემდეგ თამილა შუბითიძემ მუშაობა დაიწყო თავისივე რაიონის სოფელ კაბალის ამბულატორიაში, სადაც დღემდე მუშაობს სოფლის ექიმად. იგი ასევე არის აზერბაიჯანული თემის სოფლის ექიმი. პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით, ქალბატონმა თამილამ მუშაობის პროცესში შეისწავლა აზერბაიჯანული ენა, რაც მას მნიშვნელოვნად უადვილებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობასა და სამედიცინო მომსახურების გაწევას. სოფლის ექიმის საქმიანობის პარალელურად, იგი მუშაობს სს „გეფას ექსპრეს-კლინიკაში“. თამილა შუბითიძე გახლავთ კვალიფიციური სპეციალისტი და ფლობს სერტიფიკატებს კარდიოლოგიასა და თერაპიაში.
რა არის კარგი ექიმი?
პროფესიონალი ექიმისთვის მნიშვნელოვანია, როგორც თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ისე შრომისმოყვარეობა. მას უნდა ჰქონდეს მოსმენისა და თმენის უნარი, იყოს ემპათიური და პაციენტთან მისთვის გასაგებ ენაზე საუბრობდეს.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ბავშვობიდან, რაც თავი მახსოვს, მინდოდა ექიმობა. თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემმა მშობლებმა (განსაკუთრებით მამამ) დიდი როლი ითამაშეს ამაში და დღეს ბედნიერი ვარ ჩემი პროფესიით.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
მაქვს ჩემი სტანდარტები, რომლებიც, შესაძლოა, კონკრეტული ადამიანებისგან მაქვს აღებული, თუმცა იდეალი, როგორც ასეთი, არ მყავს.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ ექიმებს ვურჩევ, ისწავლონ ბევრი, შეიძინონ ექიმისთვის საჭირო უნარები,შეძლონ პაციენტის ტკივილის გულთან მიტანა და თანაგრძნობის გამოხატვა. ამ ყველაფრის ბაზისი კი მაღალი თეორიული ცოდნა უნდა იყოს. ასევე, უნდა იცოდნენ, რომ სწავლა სიცოცხლის ბოლომდე მოუწევთ.
გამოცდილება
თამილა შუბითიძე დაიბადა 1969 წელს ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში. 1986 წელს სკოლის დასრულების შემდეგ მან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. მოგვიანებით ინტერნატურისა და ორდინატურის კურსი გაიარა თბილისის №4 კლინიკურ საავადმყოფოში (ყოფილი მე-8 საავადმყოფო), სადაც ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო კვლევებში. სწავლის დასრულების შემდეგ თამილა შუბითიძემ მუშაობა დაიწყო თავისივე რაიონის სოფელ კაბალის ამბულატორიაში, სადაც დღემდე მუშაობს სოფლის ექიმად. იგი ასევე არის აზერბაიჯანული თემის სოფლის ექიმი. პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით, ქალბატონმა თამ
სამუშაო ადგილი
თოდუას კლინიკა
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს კარდიოლოგი
გულისა და სისხლძარღვების დაავადებების — ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, რიტმის დარღვევების, გულის უკმარისობის — დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია.
სიმპტომები, რომლებითაც კარდიოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება




