
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: იმერეთი
- ექიმი
- თამარ მახათაძე
- სპეციალობა
- ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია
- რეგიონი
- იმერეთი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1965 წლის 1 თებერვალს ქალაქ ზესტაფონში. 1982 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა რკინიგზის საშუალო სკოლა და სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე განაგრძო. 1992 წელს დაასრულა ინტერნატურა ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის განხრით და მუშაობა ზესტაფონის ცენტრალურ საავადმყოფოში დაიწყო. 1996–1998 წლებში კრასნოიარსკში გაიარა ექიმთა დახელოვნების კურსები და მიიღო ბავშვთა ასაკის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის სერტიფიკატი. 1997 წლიდან თამარ მახათაძე ხელმძღვანელობს ზესტაფონის კლინიკა „ფერომედის“ ანესთეზიოლოგიურ სამსახურს, ხოლო 2020 წლიდან სათავეში უდგას კლინიკის ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის დეპარტამენტს. 2001 წელს ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა ანესთეზია-რეანიმაციაში. იგი პროფესიულ საქმიანობასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სასერტიფიკაციო ტრენინგებსა და სამედიცინო კონფერენციებში. თამარ მახათაძეს ჰყავს მეუღლე — კოტე ქავთარაძე (ექიმი, კლინიკა „ფერომედის“ დირექტორი) და სამი შვილი: ნანა ქავთარაძე (გერმანიაში, ოსნაბრიუკის კარდიოქირურგიული კლინიკის რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიის უფროსი ექიმი), სალომე ქავთარაძე (იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი) და ბექა ქავთარაძე (ფინანსისტი).
რა არის კარგი ექიმი?
გულისხმიერი ექიმობისთვის ადამიანის უანგარო სიყვარულია საჭირო. ზოგადად, თავმდაბლობა ყველა ადამიანის მშვენებაა, ხოლო როდესაც ეს თვისება ექიმს პროფესიონალიზმთან ერთად აქვს, პაციენტისგან დიდ ნდობას იმსახურებს. სანიმუშო ექიმად ჩამოყალიბებისთვის კი ამ საქმიანობის სირთულის გააზრება, სიყვარული, ბაზისური, ღრმა განათლების მიღება და მუდმივი განვითარებაა აუცილებელი.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
დაწყებით კლასში არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა. სამწუხაროდ, ჭარბი წონა ჰქონდა და გადაადგილებისას იღლებოდა. მეორე კლასის ღონისძიებაზე მასწავლებელმა გვკითხა, თუ ვინ გვინდოდა გამოვსულიყავით. მე მოკლე ლექსით გამოვხატე ჩემი სურვილი: დავეუფლები მკურნალობას და თქვენ სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ - მეთქი. ჩემი პედაგოგის სიყვარულით მიღებული პროფესიული არჩევანი აღარასოდეს შემიცვლია.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
რომელიმე ერთი გამორჩეული იდეალი არ მყავს, თუმცა უდიდეს პატივს ვცემ ყველა პროფესიონალ ექიმს, რომელიც დიდ ექიმობასთან ერთად ღირსეულ თვისებებს ატარებს.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ ექიმებს ვეტყოდი: სანამ ექიმის პროფესიას აირჩევენ, გაიაზრონ ამ საქმის სირთულე. მუდამ ჰქონდეთ ნებისმიერი ადამიანის თანაგრძნობის უნარი, შეძლონ მათი მოსმენა, ყურადღებისა და პატივისცემის გამოვლენა. უნდა იყვნენ თავიანთი საქმის ღრმად მცოდნენი, მუდამ განათლებასა და სიახლეებზე ორიენტირებულნი.
განათლება
დაამთავრა რკინიგზის საშუალო სკოლა და სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე განაგრძო. დაასრულა ინტერნატურა ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის განხრით და მუშაობა ზესტაფონის ცენტრალურ საავადმყოფოში დაიწყო.
გამოცდილება
თამარ მახათაძე დაიბადა 1965 წლის 1 თებერვალს ქალაქ ზესტაფონში. 1982 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა რკინიგზის საშუალო სკოლა და სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე განაგრძო. 1992 წელს დაასრულა ინტერნატურა ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის განხრით და მუშაობა ზესტაფონის ცენტრალურ საავადმყოფოში დაიწყო. 1996–1998 წლებში კრასნოიარსკში გაიარა ექიმთა დახელოვნების კურსები და მიიღო ბავშვთა ასაკის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის სერტიფიკატი. 1997 წლიდან თამარ მახათაძე ხელმძღვანელობს ზესტაფონის კლინიკა „ფერომედის“ ანესთეზიოლოგიურ სამსახურს, ხოლო 2020 წლიდან სათავეში უდგას კლინიკის ახ
სამუშაო ადგილი
მედცენტრი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი
ანესთეზია ოპერაციებისა და პროცედურების დროს, მძიმე მდგომარეობის პაციენტების ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია.
სიმპტომები, რომლებითაც ანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
მაკა ლევიძეანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგიირაკლი მიქაძეანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგიდარეჯან შავიშვილიანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი
გიორგი აბაშიშვილიანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგიბაგრატ დანგაძეანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგიავთანდილ მამაგეიშვილიანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი
როლანდი ჭრელაშვილიანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგიხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება