
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: თბილისი
- ექიმი
- ვაჟა ბარამიძე
- სპეციალობა
- ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1968 წლის 17 დეკემბერს ქალაქ თბილისში. სკოლის დასრულების შემდეგ, 1986 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის (ლენინგრადის) სამხედრო- სამედიცინო აკადემიაში. 1988 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1993 წელს სპეციალობით — მკურნალი ექიმი. 1993–1994 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიარა ინტერნატურის კურსი მეან-გინეკოლოგიაში. 1994 წლიდან მან პროფესიული საქმიანობა დაიწყო აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოში, სადაც თავდაპირველად მუშაობდა რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად, ხოლო 1995 წლიდან იმავე საავადმყოფოს სამშობიარო სახლში გააგრძელა საქმიანობა ექიმ მეან-გინეკოლოგად. 1996 წელს პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და სწავლის გაგრძელების მიზნით გაემგზავრა ქალაქ მოსკოვში. 1996–1999 წლებში გაიარა ორდინატურის კურსი მოსკოვის ი. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო აკადემიაში, ხოლო 2000–2003 წლებში მუშაობდა ამავე აკადემიის კათედრის სამშობიარო სახლში (მოსკოვის №4 სამშობიარო სახლი) ექიმ მეან-გინეკოლოგად. მოსკოვში მუშაობის პერიოდში ვაჟა ბარამიძე აქტიურად მონაწილეობდა კლინიკის არა მხოლოდ პრაქტიკულ, არამედ სამეცნიერო საქმიანობაშიც და ხელმძღვანელობდა სტუდენტთა ჯგუფებს. 2004 წელს იგი დაბრუნდა თბილისში და გააგრძელა მუშაობა რკინიგზის სამშობიარო სახლში, სადაც მუშაობდა 2009 წლამდე. 2009 წლიდან ვაჟა ბარამიძე მუშაობს „ავერსის კლინიკის“ მარნეულის ფილიალში ექიმ მეან- გინეკოლოგად, ხოლო 2011 წლიდან სათავეში უდგას ამავე კლინიკის სამეანო- გინეკოლოგიურ სამსახურს და იკავებს სამსახურის უფროსის პოზიციას.
რა არის კარგი ექიმი?
პირველ რიგში, უნდა იყო შენი საქმისადმი ერთგული. უნდა გიყვარდეთ თქვენი საქმეც და საერთოდ პაციენტიც. პაციენტისადმი ემპათიას დიდი მნიშვნელობა აქვს მისივე გამოჯანმრთელების პროცესში.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ექიმების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ექიმობა ბავშვობიდანვე მინდოდა, რაც შეეხება მეანობას, როდესაც პირველი მშობიარობის პროცესი ვნახე, მაშინვე გადავწყვიტე მეანი გავმხდარიყავი. ამ ქვეყნად ახალი სიცოცხლის მოვლენის პროცესი მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა -ეს ემოცია დღესაც იგივე მაქვს.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ყოველთვის ვბაძავ წესიერ, ინტელიგენტ, პროფესიონალ ადამიანს და ასეთი იდეალი ჩემთვის მამაჩემია - ივერი ბარამიძე.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ ექიმებს ვეტყოდი, რომ უყვარდეთ თავისი საქმე და პაციენტი. მიიღონ თავიდანვე კარგი თეორიული საბაზისო ცოდნა, რომელსაც შემდგომ პრაქტიკაში გამოიყენებენ.
განათლება
ჩაირიცხა პეტერბურგის (ლენინგრადის) სამხედრო- სამედიცინო აკადემიაში. დაამთავრა 1993 წელს სპეციალობით — მკურნალი ექიმი. გაიარა ინტერნატურის კურსი მეან-გინეკოლოგიაში. გაიარა ორდინატურის კურსი მოსკოვის ი.
გამოცდილება
ვაჟა ბარამიძე დაიბადა 1968 წლის 17 დეკემბერს ქალაქ თბილისში. სკოლის დასრულების შემდეგ, 1986 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის (ლენინგრადის) სამხედრო- სამედიცინო აკადემიაში. 1988 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1993 წელს სპეციალობით — მკურნალი ექიმი. 1993–1994 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიარა ინტერნატურის კურსი მეან-გინეკოლოგიაში. 1994 წლიდან მან პროფესიული საქმიანობა დაიწყო აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოში, სადაც თავდაპირველად მუშაობდა რეანიმაციულ განყოფილ
სამუშაო ადგილი
მედიმედი
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი
ანესთეზია ოპერაციებისა და პროცედურების დროს, მძიმე მდგომარეობის პაციენტების ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია.
სიმპტომები, რომლებითაც ანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ქეთევან ნამგალაძეანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგინათია შუბითიძეანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი
გიორგი ბუჯიაშვილიანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი
ლია ძიძიგურიანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი
მამუკა ახვლედიანიანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი
ოგანეზ მარტიროსიანიანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგიმარიკა ჯალიაშვილიანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგიხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება