
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: თბილისი
- ექიმი
- ელენა მარტყოფლიშვილი
- სპეციალობა
- ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
არის ანესთეზიოლოგ -რეანიმატოლოგი და მოწვეული ლექტორი. მან 2005–2011 წლებში წარმატებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც დაეუფლა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სპეციალობას. მისი პროფესიული გამოცდილება 2012 წლიდან იწყება ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, სადაც თავდაპირველად უმცროს ექიმად მუშაობდა, 2018 წლიდან დღემდე კი საქმიანობას ამავე განყოფილების ექიმ-რეანიმატოლოგად აგრძელებს. პარალელურად, 2022 წლიდან დღემდე, ამავე კლინიკაში იკავებს ექიმი ანესთეზიოლოგის პოზიციასაც. მისი მრავალმხრივი საექიმო პრაქტიკა ასევე მოიცავს ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის ანესთეზიის განყოფილებას, სადაც 2022 წლიდან დღემდე ექიმ ანესთეზიოლოგად მუშაობს, ხოლო 2024 წლიდან დღემდე ჩართულია “ჯო ენის“ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის განყოფილების მუშაობაში, როგორც ექიმი-რეანიმატოლოგი. საექიმო პრაქტიკის პარალელურად, ელენა მარტყოფლიშვილი აქტიურ აკადემიურ საქმიანობას ეწევა და საკუთარ გამოცდილებას მომავალ თაობებს უზიარებს. 2024 წლიდან იგი გახლავთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ხოლო 2026 წლიდან — „ალტე“ უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
რა არის კარგი ექიმი?
ექიმს სჭირდება უნარი შეხედოს სამყაროს პაციენტის თვალით, პაციენტი უნდა აღიქვას არა როგორც სამედიცინო შემთხვევა, არამედ როგორც ადამიანი რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა. უნდა გააჩნდეს ემპათია, პასუხისმგებლობა, ცოდნა, შრომისმოყვარეობა, მუდმივი პროფესიული განვითარება, კრიტიკული აზროვნება და დისციპლინა, მოთმინება, კომუნიკაციის ხელოვნება, ადამიანების დახმარების გულწრფელი სურვილი.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
დასაწყისი იყო უბრალოდ ბავშვობის ოცნება და შემდგომში უკვე, გააზრებული სურვილი ვყოფილიყავი სხვა ადამიანების გვერდით ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემს იდეალებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩემს გვერდით ვხედავ - ჩემს კოლეგებს, რომლებიც ყოველდღე სასწაულებს ახდენენ და გადაღლილები, მძიმე მორიგეობისა და სტრესის მიუხედავად ახერხებენ პაციენტს ღიმილით, მოთმინებით და იმედის მიმცემად დაელაპარაკონ.
რჩევა მომავალ ექიმებს
მომავალ ექიმებს ვეტყოდი, რომ ეს არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის ცხოვრების წესი და უდიდესი ჰუმანური მისია. თეთრი ხალათის ჩაცმისას თქვენ საკუთარ თავზე იღებთ სხვისი სიცოცხლის მართვის პასუხისმგებლობას, არასოდეს დაკარგოთ ემპათიის გრძნობა მიუხედავად გადაღლილობისა, ისწავლეთ მთელი ცხოვრება, ექიმობა რთულია, მაგრამ ამავდროულად საოცარი, ყოველდღიურად გეძლევათ შანსი შეცვალოთ ადამიანების ბედი უკეთესობისკენ. ატარეთ ეს სტატუსი სიამაყითა და დიდი სიფრთხილით.
გამოცდილება
ელენა მარტყოფლიშვილი არის ანესთეზიოლოგ -რეანიმატოლოგი და მოწვეული ლექტორი. მან 2005–2011 წლებში წარმატებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც დაეუფლა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სპეციალობას. მისი პროფესიული გამოცდილება 2012 წლიდან იწყება ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, სადაც თავდაპირველად უმცროს ექიმად მუშაობდა, 2018 წლიდან დღემდე კი საქმიანობას ამავე განყოფილების ექიმ-რეანიმატოლოგად აგრძელებს. პარალელურად, 2022 წლიდან დღემდე, ამავე კლინიკაში იკავებს ექიმი ანესთეზიოლოგის პოზიციასაც. მისი მრავალმხრივი საე
სამუშაო ადგილი
თოდუას კლინიკა
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი
ანესთეზია ოპერაციებისა და პროცედურების დროს, მძიმე მდგომარეობის პაციენტების ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია.
სიმპტომები, რომლებითაც ანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ანა ქავთარაძეანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგინინო გრიშაშვილიანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი
ნათია კერელეიშვილიანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი
ალექსანდრე რევაზიშვილიანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი
მაია მშვილდაძეანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი
ქეთი ნიკოლაიშვილიანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი
ბაქარ კუჭავაანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგი
ნინო კოჩიევიანესთეზიოლოგი-რეანიმატოლოგიხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება