
- ექიმი
- ეკატერინე შველიძე
- სპეციალობა
- სამედიცინო რადიოლოგია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი certificate.ge-ზე ჯერ არ არის დადასტურებული.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- (+995 032) 2 600 600
- ელ-ფოსტა
- info@cmchospital.ge
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- cmchospital.ge/ge
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
MD; PhD; რადიოლოგი; ჯანმრთელობის სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი
მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ექიმი რადიოლოგი ეკატერინე შველიძე 2017 წლიდან კავკასიის მედიცინის ცენტრის გუნდის წევრია და წარმატებით ხელმძღვანელობს ჯანმრთელობის სკრინინგ ცენტრს.
გარდა რადიოლოგიისა, ის ზოგადი პროფილის ლიცენზირებული ექიმიცაა.
აღსანიშნავია მისი საერთაშორისო გამოცდილება ევროპის წამყვან ქვეყნებში სხვადახვა ტრენინგებში, კურსებსა თუ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობით. ამასთან ერთად, ის აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო კონფერენციებსა თუ კონგრესებში, როგორც მსმენელი და სპიკერი, სადაც ეცნობა და პრაქტიკაში ნერგავს თანამედროვე მედიცინის მიგნებებს.
სამედიცინო და სამეცნიერო საქმიანობიდან გამომდინარე, ეკატერინე შველიძე ისეთი ორგანიზაციების წევრია, როგორიცაა: ბრიტანეთის ძუძუს კიბოს ასოციაცია; ევროპის ძუძუს კიბოს ასოციაცია; ევროპის ონკოლოგთა სკოლა; LOGIQ კლუბი.
სამეცნიერო და აკადემიური მოღვაწეობის ფარგლებში, ის არაერთი საერთაშორისო მოხსენების თუ სტატიის ავტორია.
ექიმი რადიოლოგი ეკატერინე შველიძე წელიწადში საშუალოდ 5000 ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება და სთავაზობს:
- სარძევე ჯირკვლების მამოგრაფიულ გამოკვლევას;
- სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერით კვლევას;
- სარძევე ჯირკვლების ავტომატურ ულტრასონოგრაფიას;
- მუცლის ღრუს ულტრაბგერით კვლევას;
- საშარდე სისტემის ულტრაბგერით კვლევას;
- გინეკოლოგიურ, ტრანსვაგინალურ და ტრანსაბდომინალურ ულტრაბგერით კვლევას;
- ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით კვლევას;
- რბილი ქსოვილების ულტრაბგერით კვლევას;
- წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერით კვლევას.
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: წინასწარი — certificate.ge-ზე ჯერ არ არის დადასტურებული.
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება






