
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
სპეციალობა ჯერ არ არის მითითებული.
- ექიმი
- დავით ტაბატაძე
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1971 წლის 6 მარტს ქალაქ ხაშურში. 1988–1994 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, ხოლო 1994–1995 წლებში გაიარა რეზიდენტურა ზოგად ქირურგიაში საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში. მისი შრომითი საქმიანობა მრავალფეროვანია: 1994– 2007 წლებში მუშაობდა შპს ხაშურის რკინიგზის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში — ქირურგიული განყოფილების ქირურგად, ბავშვთა ქირურგად, მიმართულების ხელმძღვანელად. 2006–2012 წლებში გახლდათ სსიპ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგი და ბავშვთა ქირურგი. 2012–2016 წლებში მუშაობდა შპს „მედიქალ პარკი საქართველოში“ ქირურგიული განყოფილების ქირურგად და ბავშვთა ქირურგად, ასევე იყო ქირურგიული განყოფილების ქირურგი და ბავშვთა ქირურგი შპს „კლინიკა რუსთავში“. 2022-2023 წლებში მუშაობდა ჯეოჰოსპიტალსის ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ქირურგიული მიმართულების უფროსად. 2023–2024 წლებში იკავებდა ქირურგიული მიმართულების უფროსისა და კლინიკური დირექტორის თანამდებობას „საქართველოს კლინიკები“ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო 2024 წლიდან დღემდე, მუშაობს ჯეოჰოსპიტალსის ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ქირურგიული მიმართულების უფროსად. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
რა არის კარგი ექიმი?
პირველ რიგში - თანაგრძნობა და მოსმენის უნარი. კარგი ექიმი მხოლოდ სიმპტომებს კი არ მკურნალობს, არამედ აინტერესებს თავად ადამიანი, რომელსაც სტკივა. გარდა ამისა, სჭირდება მოთმინება, ნებისყოფა და ცივი გონება სტრესულ სიტუაციებში, რომ სწორი გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ინსპირაცია გახდა ის განცდა, როდესაც დავინახე, რამდენად დიდია ექიმის როლი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენასა და ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნებაში. როცა ხედავ, როგორ შეუძლია ერთ ადამიანს თავისი ცოდნით სხვისი ტკივილი შეამსუბუქოს, ეს გიჩენს სურვილს, შენც ამ დიდ საქმეში შეიტანო წვლილი.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
ჩემთვის კონკრეტული იდელი არ არსებობს. უფრო მეტად იმ ექიმებს ვბაძავ, რომლებიც წლების შემდეგაც ინარჩუნებენ ადამიანობას, არ კარგავენ ემპათიას და პაციენტს უყურებენ როგორც ადამიანს.
რჩევა მომავალ ექიმებს
ვეტყოდი, რომ ეს გზა ძალიან რთულია და ბევრ დათმობას მოითხოვს. მაგრამ ის ემოცია, როცა პაციენტს ეხმარები, ყველაფერს ანაზღაურებს. ნურასდროს დაივიწყებთ, რომ თეთრი ხალათის მიღმა, უპირველესად, ადამიანი უნდა დარჩეთ.
განათლება
სწავლობდა ქ. გაიარა რეზიდენტურა ზოგად ქირურგიაში საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში.
გამოცდილება
დავით ტაბატაძე დაიბადა 1971 წლის 6 მარტს ქალაქ ხაშურში. 1988–1994 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, ხოლო 1994–1995 წლებში გაიარა რეზიდენტურა ზოგად ქირურგიაში საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში. მისი შრომითი საქმიანობა მრავალფეროვანია: 1994– 2007 წლებში მუშაობდა შპს ხაშურის რკინიგზის საავადმყოფო-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში — ქირურგიული განყოფილების ქირურგად, ბავშვთა ქირურგად, მიმართულების ხელმძღვანელად. 2006–2012 წლებში გახლდათ სსიპ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგი და ბავშვთა ქირურგი. 2012–2016 წლებში მუშაობდა შპს „მედიქალ პარკი საქ
სამუშაო ადგილი
პირველი კლინიკა
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება