
- ექიმი
- გიორგი ჯინჭველაძე
- სპეციალობა
- სისხლძარღვთა ქირურგია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი certificate.ge-ზე ჯერ არ არის დადასტურებული.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- (+995 032) 2 600 600
- ელ-ფოსტა
- info@cmchospital.ge
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- cmchospital.ge/ge
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
MD; სისხლძარღვთა და ენდოვასკალური ქირურგიის ხელმძღვანელი; სისხლძარღვთა ქირურგი; ანგიოლოგი
გიორგი ჯინჭველაძე ლიცენზირებული სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგია. იგი 2021 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრის გუნდს და წარმატებით ხელმძღვანელობს სისხლძარღვთა და ენდოვასკულური ქირურგიის დეპარტამენტს.
სფეროში თითქმის 20 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში მას გავლილი აქვს საერთაშორისო აღიარების 30 - მდე უცხოური კურსი თუ ვორქშოფი, ჰოლანდიაში, თურქეთში, გერმანიასა და სერბეთში, ისეთ თემებზე, როგორიცაა: „ღრმა ვენების ობსტრუქციის მკურნალობა“; “ვენური რეფლუქსის მკურნალობა VENASEAL დახურვის მეთოდით“ (მინი ინვაზიური მეთოდი) და სხვა მრავალი.
ის ხშირად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს, მუდმივად ეცნობა ანგიოლოგიასა და ანგიოქირურგიაში თანამედროვე მედიცინის კვლევებსა და მიდგომებს. ამასთან, სამეცნიერო-აკადემიური მოღვაწეობის ფარგლებში იგი 5 პუბლიკაციის ავტორია და როგორც ლექტორი, ჩართულია საგანმანათლებლო პროცესშიც.
აქტიური სამედიცინო, სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობიდან გამომდინარე, იგი ევროპის სისხლძარღვთა ქირურგიის საზოგადოების (ESVS), საქართველოს ანგიოლოგების და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციისა (GAAVS) და ევროპის ფლებოლოგიის კოლეჯის (ECoP) წევრია.
ანგიოქირურგი გიორგი ჯინჭველაძე წელიწადში, საშუალოდ, 350-400 ოპერაციას ახორციელებს და პაციენტებს, მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ გუნდთან ერთად, შემდეგ მომსახურებებს სთავაზობს:
- ათეროსკლეროზით გამოწვეული პერიფერიული სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მკურნალობას;
- სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის ტროფიკული წყლულების მკურნალობას;
- დიაბეტური ტერფის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას თანამედროვე (მინიინვაზიური) მეთოდებით;
- მაგისტრალური სისხლძარღვების ანევრიზმების ქირურგიულ და ენდოვასკულურ მკურნალობას;
- საძილე არტერიების შევიწროვებით გამოწვეული ინსულტის მართვას;
- ღრმა და ზედაპირული ვენების დიაგნოსტიკას, თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიების გამოვლენასა და მკურნალობას;
- ენდოვენურ (უსისხლო) ოპერაციებს (რადიოაბლაცია) - ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ვენური ტროფიკული წყლულების დროს;
- მინიფლებექტომიასა და ვარიკოზული წვრილი კაპილარული ქსელის სკლეროთერაპიას;
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: წინასწარი — certificate.ge-ზე ჯერ არ არის დადასტურებული.
რას მკურნალობს სისხლძარღვთა ქირურგი
არტერიებისა და ვენების დაავადებების — ანევრიზმის, ვარიკოზის, თრომბოზის, არტერიების დახშობის — ქირურგიული და ენდოვასკულური მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც სისხლძარღვთა ქირურგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება








