
დადასტურებული ექიმი — certificate.ge
რეგიონი: თბილისი
- ექიმი
- ბელა ბოჭორიშვილი
- სპეციალობა
- ნეონატოლოგია
- რეგიონი
- თბილისი
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
ბელაბოჭორიშვილმაპროფესიულიგანათლება 1987-1993 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიულ ფაკულტეტზე მიიღო, რის შემდეგაც, 1993-1994 წლებში, გაიარა ინტერნატურის კურსი პედიატრიაში და მოიპოვა ექიმი პედიატრის კვალიფიკაცია. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს პედიატრიასა და ნეონატოლოგიაში. მისი საექიმო საქმიანობა 1994 წლიდან იწყება თბილისის ექსპერიმენტულ სამშობიარო სახლში, სადაც 2012 წლამდე მუშაობდა ექიმ ნეონატოლოგად. პარალელურად, 2000-2007 წლებში მუშაობდა შპს „ჯანმრთელობის სახლში“, 2012-2018 წლებში ბელა ბოჭორიშვილი სათავეში ედგა შპს „ახალი სამშობიარო ცენტრის“ ნეონატოლოგიურ სამსახურს. პროფესიული კარიერის განმავლობაში მას ეკავა საპასუხისმგებლო პოზიციები წამყვან კლინიკებში: 2015-2017 წლებში მუშაობდა თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ნეონატოლოგიურ დეპარტამენტში, 2016-2017 წლებში იყო ნეონატოლოგიური კლინიკა „N ქირონი+“ - ის ექიმი ნეონატოლოგი, 2016-2018 წლებში — შპს „პირველი საავადმყოფოს“ პერინატალური დეპარტამენტის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის ექიმი-ნეონატოლოგი. 2017-2020 წლებში მუშაობდა კლინიკა „ჰერა 2011“-ში ექიმ ნეონატოლოგად. 2020 წლიდან დღემდე იგი საქმიანობას აგრძელებს თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. 2016 წელს მან გაიარა ბერლინის შარიტეს (Charité) საუნივერსიტეტო კლინიკის სასწავლო კურსი „ახალშობილთა ინტენსიური მეთვალყურეობის თანამედროვე პრინციპები“, აგრეთვე ამერიკის პედიატრთა ასოციაციის ახალშობილთა რეანიმაციული ღონისძიებების სასწავლო კურსი. წლების განმავლობაში მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კონგრესსა თუ სიმპოზიუმში, მათ შორის: საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციისა და პედიატრთა აკადემიის საერთაშორისო კონფერენციებში. რესპირატოროლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესებში. ბელა ბოჭორიშვილი აქტიურადაა ჩართული პედაგოგიურ საქმიანობაში. იგი არის თსსუ-ს მოწვეული პედაგოგი.
რა არის კარგი ექიმი?
გულისხმიერი ექიმი არის ადამიანი, რომელიც აერთიანებს პროფესიულ ცოდნას, მაღალ პასუხისმგებლობასა და ადამიანების დახმარების გულწრფელ სურვილს.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ბავშვობიდანვე ვგრძნობდი, რომ ჩემი გზა მედიცინისკენ მიდიოდა, რაშიც უდიდესი როლი ჩემს ოჯახს ეკუთვნის.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
არა, იდეალი არ მყავს.
რჩევა მომავალ ექიმებს
გახსოვდეთ, რომ თითოეული პაციენტის უკან დგას ადამიანი ოჯახით, თავისი განცდებითა და იმედებით.
სამუშაო ადგილი
თვალის კლინიკა ახალი მზერა
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს ნეონატოლოგი
ახალშობილთა, მათ შორის დღენაკლული ბავშვების, მოვლა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც ნეონატოლოგის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება




