
- ექიმი
- ასმათ ყოჩიაშვილი
- სპეციალობა
- პედიატრია
- ვერიფიკაცია
- დადასტურებული დიპლომი, ლიცენზია და სამუშაო ადგილი გადამოწმებულია certificate.ge-ზე.
- სრული პროფილი
- certificate.ge — ინგლისურ ენაზე, დეტალური პროფილი
სამუშაო ადგილი
კლინიკა ან საავადმყოფო, სადაც ექიმი მუშაობს, ჯერ არ არის მითითებული. კლინიკების ცნობარი
კონტაქტი
- მობილური / ტელეფონი
- არ არის მითითებული
- ელ-ფოსტა
- არ არის მითითებული
- არ არის მითითებული
- ვებგვერდი
- არ არის მითითებული
ვიზიტზე ჩაწერა
ჩაწერისთვის გამოიყენეთ ზემოთ მოცემული კონტაქტი ან დაუკავშირდით კლინიკას.
SheniEkimi.ge მხოლოდ აკავშირებს პაციენტს ექიმთან ან კლინიკასთან; ვიზიტის დროსა და პირობებს ექიმი ან კლინიკა ადგენს. გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე.
განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია
დაიბადა 1954 წლის 6 ივლისს. მან საშუალო განათლება დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის საშუალო სკოლაში მიიღო. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1984 წელს. ინტერნატურის კურსი გაიარა რუსთავის საავადმყოფოებში. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტში ჩაბარებამდე, ისევე როგორც სწავლის პერიოდში, მუშაობდა ბავშვთა პირველ საავადმყოფოში მედდად, ბატონ გივი ჟვანიასთან, რომელიც მისი დეკანი იყო. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ასმათ ყოჩიაშვილი გაანაწილეს ზემო ქედის საუბნო საავადმყოფოში. იქ მუშაობისას, ის სისტემატიურად დადიოდა გამოძახებებზე საზღვრისპირა სოფლებსა და ფერმებში, ვინაიდან აღნიშნულ რეგიონში სხვა პედიატრი არ ჰყავდათ. ეს პერიოდი მისთვის უმნიშვნელოვანესი პროფესიული გამოცდილებისა და პასუხისმგებლობის ეტაპი გახლდათ. პარალელურად, კვირაში ორ დღეს, სპეციალური საშვით შედიოდა ახლომდებარე სამხედრო დასახლებაში პაციენტების მისაღებად. ზემო ქედში სამი წლის მუშაობის შემდეგ, იგი პედიატრად გადაიყვანეს მშობლიურ სოფელ ზემო მაჩხაანში. 2005 წლიდან კი საქმიანობა განაგრძო როგორც ოჯახის ექიმმა. ასმათ ყოჩიაშვილი არის რესპირატორული ასოციაციის წევრი. 2007 წლიდან მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციასა და კონგრესში.
რა არის კარგი ექიმი?
უზომოდ უნდა უყვარდეს თავისი საქმე და აქედან გამომდინარე - პაციენტებიც. ამასთან ერთად, ექიმი არასოდეს უნდა კმაყოფილდებოდეს იმით, რაც იცის; ის მუდმივად უნდა მუშაობდეს საკუთარ თავზე, კითხულობდეს და ყოველდღიურად იმაღლებდეს ცოდნის დონეს.
რატომ აირჩიეთ მედიცინა?
ჩემმა ბავშვობამ... ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემ გარშემო ყველა ბავშვი ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყო, ამიტომაც გადავწყვიტე პედიატრი გავმხდარიყავი. მოგვიანებით კი, 2005 წლიდან, ჩემი საქმიანობა უფრო გავაფართოვე და ოჯახის ექიმად დავიწყე მუშაობა.
ვინ არის თქვენი მისაბაძი?
სიმართლე გითხრათ, კონკრეტულად არავის ვბაძავ, რადგან ყოველთვის მინდოდა საკუთარი თავი მეპოვა და ჩემი ხელწერა მქონოდა. თუმცა, სტუდენტობისას ბევრი ისეთი საყვარელი და მისაბაძი პროფესორ - მასწავლებელი მყავდა, რომლებმაც ჩემს ექიმად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშეს.
რჩევა მომავალ ექიმებს
ვურჩევდი, რომ იყვნენ ძალიან ყურადღებიანები და გულისხმიერები, მთელი გულით შეიყვარონ თითოეული პაციენტი და, რაც მთავარია, ისწავლონ სისტემატურად. მედიცინა ისე სწრაფად ვითარდება, რომ წამითაც არ უნდა ჩამორჩნენ დროს.
გამოცდილება
ასმათ ყოჩიაშვილი დაიბადა 1954 წლის 6 ივლისს. მან საშუალო განათლება დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის საშუალო სკოლაში მიიღო. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1984 წელს. ინტერნატურის კურსი გაიარა რუსთავის საავადმყოფოებში. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტში ჩაბარებამდე, ისევე როგორც სწავლის პერიოდში, მუშაობდა ბავშვთა პირველ საავადმყოფოში მედდად, ბატონ გივი ჟვანიასთან, რომელიც მისი დეკანი იყო. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ასმათ ყოჩიაშვილი გაანაწილეს ზემო ქედის საუბნო საავადმყოფოში. იქ მუშაობისას, ის სის
სამუშაო ადგილი
კლინიკა ბაიები
წყარო: ღია წყაროებიდან (საჯარო ინფორმაცია, სოციალური ქსელები და სხვა ღია წყაროები) აგრეგირებული მონაცემები. სტატუსი: დადასტურებულია certificate.ge-ზე.
რას მკურნალობს პედიატრი
ბავშვის ჯანმრთელობის მეთვალყურეობა დაბადებიდან მოზარდობამდე: ზრდა-განვითარება, ვაქცინაცია, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიმპტომები, რომლებითაც პედიატრის მიმართავენ
სხვა ექიმები ამავე სპეციალობით
ხართ ეს ექიმი? დაამატეთ საკუთარი ფოტო, სამუშაო ადგილი, ბიოგრაფია და კონტაქტი — პროფილი უფასოა.
პროფილის განახლება



