შაბათი, ივლისი 20, 2024

შ.პ.ს. „ჰერა 2011“

მისამართი:
თბილისი, ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. 1 / ლუბლიანას ქ. 5, მე -7 სართული

საავადმყოფო: მრავალპროფილური |

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0159, ჩაჩავას ქ №1 |

დაჯავშნე აქ: 032 2 25 29 21; 032 2 23 21 63 |

ხარისხი: გადის აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო სტანდარტებს |

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის ” საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამით. 🇨🇦

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

სიახლეები:

Web.: www.hera2011.ge |

http://www.fb.com/Hera2011/

პაციენტთა კმაყოფილების კვლევა

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა, რომელიც არის „აკრედიტაცია კანადის” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ახორციელებს 20-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო აკრედიტაციას, დაიწყო პაციენტების ონლაინ გამოკითხვა „შენი აზრი“. პაციენტს შეუძლია, გადავიდეს ტექსტში მითითებულ ლინკზე:

https://www.surveymonkey.com/r/2011hera

 ან დაასკანეროს QR კოდი:

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

“აკრედიტაციის პროცესში ჩართულია ბატონი გიორგი ფხაკაძე და კომუნიკაცია უფრო გვიადვილდება” – კლინიკა “ჰერას” გენერალური დირექტორი, ირაკლი მაჭარაძე

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

„აკრედიტაცია კანადის“ ვიზიტი „ჰერა 2011“-ში:

სტაციონარული და ამბულატორიული სერვისები:

„შ.პ.ს ჰერა 2011“ გთავაზობთ შემდეგი სახის კონსულტაციებს:

 მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
 ქირურგის კონსულტაცია;
 უროლოგის კონსულტაცია;
 ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
 ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია;
 პედიატრის კონსულტაცია;
 თერაპევტის კონსულტაცია;
 კარდიოლოგის კონსულტაცია.

ამბულატორიული მეან-გინეკოლოგია:

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

„შ.პ.ს ჰერა 2011“ თავის მომხმარებელს გინეკოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს
სთავაზობს. პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნავს გამოცდილი და პროფესიონალ
სპეციალისტთა გუნდი. გინეკოლოგიური განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით,
რაც ზუსტი და მაღალეფექტური კვლევის წარმოებისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა.
ჩვენთან შეგიძლიათ ჩაიტაროთ:
 მენსტრუალური ციკლის დარღვევების მკურნალობა;
 სქესობრივად გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
 საშვილოსნოს ყელის არაანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა, ამბულატორიული
და/ან ქირურგიული მკურნალობა;
 ენდომეტრიოზის მკურნალობა;
 საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციის საშუალების ჩადგმა /ან ამოღება;
 საშვილოსნოს ტანის და ყელის სადიაგნოსტიკო კიურეტაჟი;
 საშვილოსნოდან ჩასახვის პროდუქტების ვაკუუმ-ასპირაცია (სამედიცინო ჩვენების დროს);
 ჩასახვის პროდუქტების ევაკუაცია და საშვილოსნოს კურეტაჟი (სამედიცინო ჩვენების დროს);
 მედიკამენტოზური (სამედიცინო ჩვენების დროს);
 ორსულის საშვილოსნოს ყელზე ცირკულარული ნაკერის დადება /ან პესარის ჩადგმა.

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

ანტენატალური სერვისი:

კლინიკაში ორსულებს შეუძლიათ ისარგებლონ 9 უფასო ვიზიტით , რომელიც მოიცავს 8
ანტენატალურ და 1 პოსტნატალურ ვიზიტს (საჭიროების შესაბამისად, მშობიარობიდან 0-2 კვირის ვადაზე). პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები. მათ ჩაუტარდებათ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო კვლევა.

1/ პირველი ვიზიტი ორსულობის 13 0/7 კვირამდე

ა) მეან-გინეკოლოგის
კონსულტაცია; ბ) სისხლის საერთო
ანალიზი;
გ) შარდის კულტურალური გამოკვლევა;
დ) სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა;
ე) რეზუსანტისხეულებზე ტესტირება რეზუსუარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში;
ვ) სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C-ჰეპატიტის ვირუსი, აივინფექცია და
სიფილისი); ზ) ულტრაბგერითი გამოკვლევა;
თ) სისხლში თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა.

2/ მეორე ვიზიტი
18 0/7 – 20 6/7

ა) მეან-გინეკოლოგის
კონსულტაცია; ბ) ულტრაბგერითი
გამოკვლევა.

3/ მესამე ვიზიტი
26 0/7 – 26 6/7

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა
სისხლში;
დ) რეზუსანტისხეულებზე ტესტირება რეზუსუარყოფითი სისხლის კუთვნილების
ქალებში; ე) სკრინინგი გესტაციური დიაბეტის გამოვლენის მიზნით.

4/ მეოთხე ვიზიტი
30 0/7 – 30 6/7

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;
გ) სისხლში ჰემოგლობინის
განსაზღვრა.

5/ მეხუთე ვიზიტი
34 0/7 – 34 6/7

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

6/ მეექვსე ვიზიტი
36 0/7 – 36 6/7

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა
სისხლში;
დ) ჰემოლიზურ სტრეპტოკოკზე
გამოკვლევა; ე) ულტრაბგერითი
გამოკვლევა.
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;

7/ მეშვიდე ვიზიტი
VII – 38 0/7 – 38 6/7

ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

8/ მერვე ვიზიტი
VIII – 40 0/7 – 40 6/7

ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა.

9/ მეცხრე ვიზიტი მშობიარობიდან 0-2
კვირის ვადაში ა) მეან-გინეკოლოგთან ვიზიტი (საჭიროებისამებრ)

პროგრამაში ჩასართავად საჭიროა ორსულმა მომართოს კლინიკას 12 კვირის ორსულობის ვადამდე. დაგვიანების შემთხვევაში ისინი ისარგებლებენ მხოლოდ ანტენატალური სკრინინგით (აივ- ინფექცია/შიდსი, B და C ჰეპატიტები, სიფილისი) ;გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგული გამოკვლევა სამმაგი ტესტ-სისტემით;
ისარგებლებენ მაღალი რისკის ორსულთა შემდეგი ჯგუფები ქ. თბილისის მასშტაბით:

 ა) ქრომოსომული/გენური პათოლოგიის არსებობა ერთ-ერთ მშობელთან და/ან ოჯახის წევრთან;
 ბ) ნაადრევი ბავშვის დაბადება თანდაყოლილი განვითარების მანკით;
 გ) ანამნეზში მკვდრადშობადობა ან ჩვეული აბორტები (3-ზე მეტი);
 დ) ქალის ასაკი 35 და მეტი წლის;
 ე) ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევით განვითარების მანკის ნიშნების აღმოჩენა;
 ვ) ერთ-ერთი მშობლის ნარკომანია და ალკოჰოლიზმი;
 ზ) ხელოვნური განაყოფიერება;
 თ) ორსულს აქვს ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი;
 ი) ორსულობის პერიოდში მავნე ფაქტორების ზემოქმედება:
ი. ა) ტერატოგენური მოქმედების მედიკამენტები (ანტიკონვულსანტები, იზოტრეტინოინი, ვარფარინი, ციტოსტატიკები);
ი. ბ) ინფექციების მწვავე ფორმები: ციტომეგალოვირუსის და ტოქსოპლაზმას მწვავე ფორმები, სიფილისი, წითურა;
ი. გ) ტერატოგენური მოქმედების ქიმიური აგენტები;
ი. დ) მაიონიზირებელი რადიაცია.

პედიატრია/იმუნიზაცია

კლინიკა „შ.პ.ს ჰერა 2011“ -ში თქვენ შეხვდებით ექიმებს, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება პედიატრიაში. მათი ზედამხედველობით აღიზარდნენ თაობები. ისინი ზრუნავენ პატარებზე დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე, აკვირდებიან მათ ჯანრთელობას, კვების რაციონს, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.
იმუნიზაციის მიზანია ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერება, რათა ორგანიზმი
წარმატებით შეებრძოლოს ინფექციას, დაინფიცირების შემთხვევაში კი თავიდან აიცილოს საშიში გართულებები.
აცრის წინ სამედიცინო დაწესებულებაში პედიატრი აფასებს ბავშვის ზოგად
მდგომარეობას, რათა გაარკვიოს აცრისადმი რომელიმე უკუჩვენების არსებობა. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს დოკუმენტური დადასტურება ბავშვის აცრების სტატუსის შესახებ, ვიზიტის დღეს ბავშვს უნდა ჩაუტარდეს ყველა გამოტოვებული აცრა შესაბამისი ვაქცინითა და ასაკის გათვალისწინებით.
ამასთან, ცოცხალი და არაცოცხალი (ინაქტივირებული) ვაქცინებით აცრები კეთდება
ერთდროულად, სამედიცინო დაწესებულებაში ერთი ვიზიტის დროს პროფილაქტიკური აცრების კალენდრის შესაბამისად.

ჩვენს კლინიკაში ვაქცინები ინახება „ცივი ჯაჭვის“ წესების მკაცრი დაცვით.
დაწესებულებას ჰყავს პასუხისმგებელი პირი/პირები, ვისაც გავლილი აქვთ შესაბამისი
ტრენინგები და ევალებათ ვაქცინის მიღება, დასაწყობება და ტემპერატურული რეჟიმის
კონტროლი. ტემპერატურის მეთვალყურეობა მაცივრებში ხდება ყოველდღიურად, შესაბამისი პროტოკოლებისა და რეკომენდაციების მიხედვით. აცრის კაბინეტი ასევე, აღჭურვილია ცივი ყუთებითა და შესაბამისი რაოდენობის ყინულის ელემენტებით.
დაწესებულება ჩართულია სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამაში. ჩატარებული ვაქცინაციები იტვირთება იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში. იმუნიზაციის კალენდარი

ლაბორატორია და დიაგნოსტიკა

„შ.პ.ს ჰერა 2011“ –ში ტარდება ლაბორატორიული კვლევების მთელ სპექტრი, რომელიც მოიცავს იმუნოლოგიას, კლინიკურ ქიმიას, მიკრობიოლოგიას ჰემატოლოგიას და სხვა კლინიკურ კვლევებს. ლაბორატორიის წარმატებული მუშაობა ეფუძნება პაციენტის მოვლის ხარისხისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, როგორიცაა:

 ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე გამართული სისტემა;
 პროფესიონალთა გუნდი (თანამშრომელთა უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე
მუდმივად ზრუნავს კლინიკის მენეჯმენტი);
 წამყვანი ტექნოლოგიები (უახლესი თანამედროვე ანალიზატორები და გამართული
საინჟინრო მომსახურება უზრუნველყოფს ლაბორატორიული კვლევების
საიმედოობას);
 პაციენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალობის მკაცრი დაცვა.

დიაგნოსტიკური მიმართულებით კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე Voluson
E8 – 3D/4D ულტრაბგერითი აპარატით, რომლის მოცულობითი გამოსახულება საშუალებას იძლევა რეალურ დროში შეაფასოს ამა თუ იმ ორგანოს არა მარტო ქსოვილოვანი შენება, არამედ განსაზღვროს მისი ფუნქციური შესაძლებლობებიც. ულტრასონოგრაფიული კვლევა არაინვაზიური, სწრაფი და შედარებით იაფი დიაგნოსტიკური მეთოდია, რომელიც პროფესიონალი ექიმის ხელში, რამდენიმე წუთში იძლევა პაციენტის ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ზუსტი შეფასების საშუალებას.
Voluson E8–ის მეშვეობით, ექიმი იკვლევს პაციენტს 2D, 3D, 4D რეჟიმებში, რაც
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა გამოკვლევისას, რადგან გვაძლევს ნაყოფის გამოსახულებას რეალურ დროში.

აპარატის ელექტრონული მატრიცის 4D ტექნოლოგიის საშუალებით ექიმებს საშუალება
აქვთ მცირე დროში მიიღონ უმაღლესი ხარისხის, მკაფიო გამოსახულება. აპარატი ახდენს
გამოსახულების მკვეთრ ვიზუალიზებას. მისმა ინოვაციურმა პლატფორმამ და პროგრამულმა უზრუნველყოფამ საგრძნობლად შეამცირა როგორც 2D ვიზუალიზებისთვის, ისე 4D რეკონსტრუქციისთვის საჭირო დრო.

აპარატი აღჭურვილია მაღალმგრძნობიარე და მრავალფუნქციური დოპლერით.
ელექტრონული კონვექსის ტიპის 4D გადამწოდი უზრუნველყოფს
მაქსიმალურად რეალურ გამოსახულებას. ამ ფუნქციის წყალობით, შესაძლებელია
ადრეული ვადებიდანვე გამოვავლინოთ ნაყოფის ისეთი პათოლოგიები, რაც ადრე
შეუძლებელი იყო.
აპარატი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ნაყოფის მიმიკები. ეკრანზე მომავალი
მშობლები ხედავენ თუ როგორ გუნება–განწყობილებაზეა საშვილოსნოში მყოფი პატარა.
გამოსახულება იმდენად რეალური და მკაფიოა, რომ თვალნათლივ ჩანს ნაყოფის ემოცია.
ამასთან, ეს თანამედროვე აპარატი მხოლოდ სამეანო კვლევებში არ გამოიყენება. იგივე
ექოსკოპიის აპარატით საუკეთესო ხარისხის სურათი მიიღება ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის (ექო– მამოგრაფია), მუცლის ღრუსა და შარდ–სასქესო სისტემის გამოკვლევისას.
მისი დახმარებით მუცლის ღრუში ჩინებულად ვხედავთ შინაგან ორგანოებს, მათ
ფუნქციონირებას. აპარატის კიდევ ერთი ფუნქციაა რბილი ქსოვილების პათოლოგიური
პროცესების დიაგნოსტირება.
გინეკოლოგიაში საშვილოსნოს პათოლოგიებს ვადგენთ 3D რეჟიმში. შეგვიძლია
აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა, პოლიპი, საკვერცხის კისტა და სხვა.

 გინეკოლოგიური ტრანსვაგინალური და ტრანსაბდომინალური ექოსკოპია;
 სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლეროგრაფიით;
 აქტოკარდიოტოკოგრაფია;
 უროლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა;
 სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
 პროსტატის ჯირკვლის ბიოფსიური მასალის აღება ულტრაბგერითი კონტროლით;
 ანდროლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა;
 ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
 მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;
 მენჯ-ბარძაყის სახსრის ექოსკოპია;
 ნეიროსონოსკოპია;
 ე.კ.გ. (ელექტროკარდიოგრაფია)

ენდოკრინოლოგია:

სამედიცინო დაწესებულებაში ფუნქციონირებს ენდოკრინოლოგიური კაბინეტი, სადაც
შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც ლაბორატორიული ასევე ინსტრუმენტალური კვლევები.
კაბინეტის ძირითადი მიმართულებებია:
ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებების,
შაქრიანი დიაბეტის (ტიპი 1, ტიპი 2), სიმსუქნის, სასქესო ორგანოების ჰორმონალური
დარღვევებისა და კლიმაქტერული სინდრომის დიაგნოსტიკა, ვერიფიკაცია, მკურნალობა
უახლესი მეთოდებით.
ფარისებრი ჯირკვლის სწორი ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ნაყოფის
ზრდის და განვითარებითვის, ამიტომაც ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციონირების
დროული დადგენა მნიშვნელოვანია ორსულობის დაგეგმვისა და მიმდინარეობის დროს.

ახალშობილთა რეანიმაცია:

HERA NICU გაიხსნა 2012 წ, სამშობიარო „შ.პ.ს ჰერა 2011“ – ის ბაზაზე. იდეის ტრიგერი იყო სამშობიაროში პაციენტების რაოდენობის მკვეთრი მატება, ნაადრევი მშობიარების მზარდი წილი.
მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ერთობა, კლინიკის სათანადო აღჭურვა და მზაობა. მიზანი: პრობლემური ახალშობილებისათვის ადგილზე დროული დახმარების გაწევა, მათთვის მეტად სტრესული ღონისძიების – ტრანსპორტირების თავიდან აცილება (იგულისხმება სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანა), დედისა და ახალშობილის ერთად დაყოვნების მაქსიმალური გახანგრძლივება, NICU – ს პერსონალსა და გარემოსთან ნდობის გაზრდის მიზნით დედა, ექთნის მხარდაჭერით, მონაწილეობს ახალშობილის მოვლის პროცესში.
დღეს: კლინიკა ჰერა 2011 -ის NICU სამივე დონე სრულად აკმაყოფილებს ბრძანება N 01 –02 /N
8 12 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელის ეხება განყოფილების
ინფრასტრუქტურას, თანამედროვე აპარატურით აღჭურვას. ნებისმიერი კრიტიკული
მდგომარეობა ( გარდა ქირურგიულისა, რომელიც პრობლემის ვერიფიცირებისთანავე გადადის სპეციალიზირებულ კლინიკაში) იმართება უახლესი პროტოკოლებით. მედ. პერსონალი (ექიმი, ექთანი) მუდმივად მონაწილეობს უ.ს.გ. პროგრამებში. კონსულტანტების ჩართვა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილია უმოკლეს დროში. კლინიკაში, გარდა აუცილებელი სამედიცინო ინტერვენციისა, ვცდილობთ დავნერგოთ მართვის ახალი მიდგომა:

ახალშობილის განვითარებაზე ორიენტირებული ინდივიდუალური მოვლის პროგრამა. პრიორიტეტულია მშვიდი, ოჯახთან მიახლივებული გარეშო ( მინიმალური ხმაური, განყოფილების ინტერიერი), დღის სინათლესთან არაადაპტირებული თვალის დაცვა, შესაძლებლობისთანავე კენგურუს მეთოდის დაწყება, რაც ხელს უწყობს მშობელი – ექიმი – ექთანი თანამშრომლობის
ჩამოყალიბებას. ტკივილის მენეჯმენტი: რუტინული მანუპულაციის ჩატარება ოთხი ხელის მეთოდით – ორი ხელი იღებს გამოსაკვლევ ნიმუშს , ორი კი დაკავებულია
ტკუვულგამაყუჩებელი, უსაფრთხო მანევრის ჩატარებით. ახალშობილი ყოველდღიური ისინჯება მისთვის კომფორტულ დროს, სიფხიზლის პერიოდში. ახალშობილის მზაობის შემთხვევაში უალტერნატივოა ძუძუთი კვება , მძიმე /დღენაკლული პაციენტების ენტერალური კვება იწყება დედის გამოწველილი რძით. დანერგილია კვების თავისუფალი რეჟიმი – კვება ბავშვის მოთხოვნის გათვალისწინებით. მშობლებს ყოველდღიურად მიეწოდა სრული ინფორმაცია ახალშობილის მდგომარეობისა და ჩატარებული კვლევიბის შესახებ.
აღნიშნული მეთოდებით მუშაობა აისახება განყოფილების დინამიკაში გაუმჯობესებულ
შედეგზე.
მომავლის მიზანი: ხარისხის საერთაშორისო ინდიკატორებთან სრული შესაბამისობის
მიღწევა.

სამეანო განყოფილების სტაციონარული სერვისები:

 ფიზოლოგიური მშობიარობა (ნაადრევი,დროული, მენჯით წინმდებარეობით, ტყუპი
ნაყოფით)
 პათოლოგიური მშობიარობა (ვაკუუმ-ექსტრაქცია, სამეანო მაშებით მშობიარობა)
 საკეისრო კვეთა
 ექსტრაპერიტონიალური (ფრანგული ამბულატორიული საკეისრო კვეთა)
 მელოგინეთა მეთვალყურეობა
 ლოგინობის ხანის გართულებების მართვა
 ორსულთა პათოლოგია (მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის, პრეეკლამფსია და სხვა
ორსულთა პათოლოგიის მართვა).

გინეკოლოგია:

შ.პ.ს. „შ.პ.ს ჰერა 2011“ -ში გინეკოლოგიური ოპერაციები ტარდება.

ლაპარატომიული, ლაპაროსკოპიული, ვაგინალური და ჰისტეროსკოპიული მიდგომით
შემდეგი პათოლოგიების დროს:

 საკვერცხის სხვადასხვა გენეზის კისტებისა და კეთილთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში.
(ყვითელი სხეულის კისტა, ფოლიკულური კისტა, ენდომეტრიალური კისტა, დერმოიდული
კისტა, პარაოვარიული კისტა…);
 საშვილოსნოს კვერცხსავალი მილების პათოლოგიების დროს (ჰიდროსალპინქსი,
საქტოსალპინქსი, პიოსალპინქსი, ჰემატოსალპინქსი, შეხორცებითი პროცესი);

 საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომისას;
 ენდომეტრიოზის ოპერაციული მკურნალობა;
 საშვილოსნოს გარე (ექტოპიური) ორსულობა;
 საკვერცხის კისტის გასკდომა (აპოპლექსია).
 უშვილობის ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა და მათი მკურნალობა. დიაგნოსტიკური
ლაპაროსკოპიული და ჰისტეროსკოპიული ოპერაციული ჩარევები.
ქირურგია

კლინიკის ქირურგიული სამსახური არის მრავალპროფილური და წარმოდგენილია
მომსახურეობის ფართო სპექტრით.
წლებია დანერგილია და წარმატებით გამოიყენება მცირეინვაზიური (ლაპარასკოპიულ-
ენდოსკოპიური) ოპერაციები. ქირუგიულ განყოფილბაში ლაპარასკოპიით ტარდება ოპერაციათა
90%, მათ შორის ყველა სახის თიაქრები, კუჭ-ნაწლავისა და უროლოგიურ ორგანოთა სიმსივნეები, გინეკოლოგიური ოპერაციები.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე, მცირეინვაზიური ტექნოლოგიების შესწავლამ და ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენებამ საშუალება მოგვცა კლინიკაში დაგვენერგა ე.წ. “პაციენტის სწრაფი გამოჯანმრთელებისა” (Fast track surgery) და “ადრეული რეაბილიტაციის” (ERAS) მულტიმოდალური პროგრამა, რომლის მიმართ ინტერესი სულ უფრო მატულობს მთელს მსოფლიოში.
ნაოპერაციები პაციენტის ადრეული რეაბილიტაციის (early rehabilitation after surgery) პროგრამა მართლაც შეიძლება ჩაითვალოს, პაციენტთა ქირურგიული მკურნალობის ევოლუციის ახალ მიმართულებად.
ისევე როგორც ევროპის ბევრ წარმატებულ ქვეყნებში, ჩვენს კლინიკაშიც, ქართულ
სპეციფიკასთან ადაპტირებულმა მიდგომებმა, საშუალება მოგვცა გადაგვეხედა და უარი გვეთქვა “კლასიკურ სტანდარტად ” ქცეულ დოგმებზე.
ჩვენი მთავარი პრინციპია – პაციეტის სწრაფი გამოჯანმრთელება და ადრეული რეაბილიტაცია!
მინიმალური სტრესი, განცდა, ფიზიკური ტკივილი!
პაციენტმა ვერც უნდა მოასწროს ამ ყველაფრის გააზრება, განცდა, ისე უსწრაფესად უნდა
დაუბრუნდეს მისთვის ჩვეულ ბუნებრივ გარემოს, ოჯახს, სამსახურს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ თანამედროვე ცოდნითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიონალთა გუნდს შეუძლია, ოჯახურ გარემოდ ქცეული კლინიკის პირობებში და პაციენტის ერთგულებით…
 ზოგადი ქირურგია – ოპერაციები მუცლის ღრუს ორგანოებზე, მათ შორის კეთილთვისებიანი
და ავთვისებიანი სიმსივნეების გამო;
 უროლოგია – ოპერაციები სხვადასხვა უროლოგიური პათოლოგიებისას, მათ შორის მათი
კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების გამო;
 გინეკოლოგია – გინეკოლოგიური ორგანოების დაავადებათა ოპერაციული მკურნალობის
ფართო სპექტრი;
 თავ-კისრის ორგანოთა ქირურგია
 ყელ-ყურის ორგანოთა ქირურგია
 პროქტოლოგია
 პლასტიკური ქირურგია

 ფლებოლოგია – ოპერაციები ქვემო კიდურის ვენების ვარიკოზული დაავადების გამო;
 რბილი ქსოვილების ქირურგია – სხვადასხვა ოპერაციები რბილი ქსოვილების
კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების დროს.

კლინიკის მმართველი გუნდი:

ირაკლი მაჭარაძე, გენერალური დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი მეან-გინეკოლოგი
ტელ: 599582263

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

გელა მეცხვარიშვილი, ნეონატალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი ნეონატოლოგი
ტელ: 599305151

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

სოსო ღოღობერიძე, სამეანო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი მეან-გინეკოლოგი
ტელ: 599566888

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

ნოდარ ზალდასტანიშვილი, სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი,ექიმი მეან-გინეკოლოგი
ტელ: 599582919

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

სოსო გელოვანი, მიმღების სამსახურის უფროსი, ბრიგადის ხელმძღვანელი,ექიმი მეან-გინეკოლოგი
ტელ: 599464748

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

ხათუნა ჯანგველაძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

ნინო ავალიანი, პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი, ექიმი პედიატრი, ექიმი ნეონატოლოგი ტელ: 577461114

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

კობა რურუა, ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, ექიმი ქირურგი, ექიმი უროლოგი, ექიმი ონკოლოგი ტელ: 597520055

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

თეონა ბაღათურია, სამეანო დეპარტამენტის მელოგინეთა განყოფილების გამგე, ექიმი მეან-გინეკოლოგი

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

თამარ გელაძე, სამეანო ბლოკის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ექიმი მეან-გინეკოლოგი
ტელ: 599923911

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

კლინიკის თანამშრომლები:

ნათია დანელია, უფროსი ექიმი ნეონატოლოგი ტელ.:577776440

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

მაია უჩანეიშვილი, ნეონატალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ექიმი ნეონატოლოგი ტელ: 599100061

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

ანა მამულაშვილი, სამეანო ნეონატოლოგიური განყოფილების უფროსი ექიმი ნეონატოლოგი ტელ.: 555510909

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

მარინა რეხვიაშვილი, ქალთა კონსულტაციის გამგე, ექიმი მეან-გინეკოლოგი ტელ: 599905976

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

ირინა ნანობაშვილი, სამედიცინო დაწესებულება “ჰერა-2011”-ის ექიმი მეან-გინეკოლოგი ტელ: 599554212

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

ეთერ კობაიძე, სამედიცინო დაწესებულება “ჰერა-2011”-ის ექიმი პედიატრი ტელ: 595641855

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

ზურაბ ტარიელაძე, სამედიცინო დაწესებულება “ჰერა-2011”-ის ექიმი რადიოლოგი ტელ.: 577431516

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

ლია ბექაური, სამედიცინო დაწესებულება “ჰერა-2011”-ის ექიმი თერაპევტი, ტელ: 591237411

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

მერაბ მაღლაკელიძე, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი თერავპეტ-კარდიოლოგი ტელ: 599168504

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

ნინო ჭიჭივეიშვილი
აკრედიტაციის კოორდინატორი

შ.პ.ს. „ჰერა 2011“ | შენი ექიმი

მასალის გამოყენების პირობები

Verified by MonsterInsights