სამკურნალო საშუალების დასახელება:
ჰერბექსი
გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:
Chlorpheniramine Maleate, Phenylephrine Hydrochloride, Paracetamol, Ascorbic Acid.
გამოშვების ფორმა:
დოზირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტში #10.
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: ქლორფენირამინის მალეატი – 4,0 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – 10,0 მგ, პარაცეტამოლი – 500,0 მგ, ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – 120,0 მგ. დამხმარე ნივთიერებები:[/i
ნატურალური ასკილის ექსტრაქტი. ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, წითელი საღებავი E 124 და ყვითელი საღებავი #10, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა, ასკილის არომატი. კალციუმის ფოსფატი, ლიმონის მჟავა (უწყლო). პაკეტის (საშე) საერთო წონა – 15 გ.
ათქ კოდი: RO5X.
კლინიკურ_ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო საშუალება C ვიტამინით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიალერგიული საშუალება.
სწრაფად ხსნის:
თავისა და კუნთების ტკივილს; მაღალ ტემპერატურას; ყელის ტკივილს; სურდოს. ჩვენებები გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებებისა (ჰიპერთერმია, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო, შემცივნება, ცხვირის ცემინება,) და გრიპის მწვავე სიმპტომების მოსახსნელად.
მიღების წესი და დოზები:
მოზრდილებსა და 15 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს ენიშნებათ 1 პაკეტი ყოველ 4 საათში, მაგრამ არაუმეტეს 3 პაკეტისა დღე-ღამეში. მიღების წინ 1 პაკეტის შემცველობა იხსნება 1 ჭიქა ცხელ, ანადუღარ წყალში. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით, მიღება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს იძლევა პრეპარატის მიღება ძილის წინ ღამით.
სიფრთხილის ზომები:
ექიმის მითითების გარეშე პრეპარატი არ მიიღება იმ ავადმყოფებში, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს სხვა პრეპარატებით. პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, ალკოჰოლის მიღება, აგრეთვე ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების მიღება.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 3 დღე. საკმარისი თერაპიული ეფექტის არარსებობის, მაღალი ტემპერატურის, რომელიც შენარჩუნებულია 3 დღის განმავლობაში და აგრეთვე, სხვა სიმპტომების გამოვლენისას, საჭიროა სასწრაფოდ მიმართოდ ექიმს.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, იშვიათად-სისხლის პერიფერიული სურათის შეცვლა: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ; ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი; 15 წლამდე ბავშვები;
სიფრთხილით გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებების, ფილტვების დაავადებების (მათ შორის ბრონქული ასთმა), შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, სისხლის დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს.
გამოშვების ფორმა:
დოზირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტში #10.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 10-25C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. გაცემის წესი. ურეცეპტოდ. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: სს “ჯიპისი” საქართველო, თბილისი, სანაპიროს ქ. # 6, ტელ: 95 28 02; 94 07 40.
მწარმოებელი:
შპს `ბათფარმა”. საქართველო. 6007, ბათუმი, ნონეშვილის ქ. #65.
