ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი #50 ან 250
1 ტაბლეტი შეიცავს: Acidum phosphoricum D4, Strychnos Ignacia D4, Sepia officinalis D4 – შესაბამისად 60 მგ; Kalium bromatum D4, Zincum isovalerianicum D4 – შესაბამისად 30 მგ; ასევე Lactose-Monohydrat da Magnesiumstearat.
ჩვენებები:
ფსიქოსომატური დარღვევები, კლიმაქსური ნევროზები.
მიღების წესები და დოზები:
ჩვეულებრივ – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ენის ქვეშ დადებით.
გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია.
უკუჩვენება:
არ გააჩნია.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი ინიშნება მოჭარბებული ნერვული აგზნებადობის, ეგზოგენური დეპრესიების, ქორეის და უძილობისას; აგრეთვე, როგორც დამატებითი საშუალება – ბავშვებში გონებრივი განვითარებისდარღვევებისას.
მოცემული პრეპარატი ნაჩვენებია დაავადების სხვადასხვა ფაზებისას, რომელთაც თან ახლავს ფსიქიკური კომპონენტი, სუნთქვის გაძნელება. ის მოქმედებს როგორც ბიოლოგიური, დამამშვიდებელი საშუალება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები და ვადები:
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი) დაიხუროს გამოყენებისთანავე.
აფთიაქში გაცემის წესი:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
Biologische Heilmittel Heel GmbH
გერმანია
