ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ ან 100 მლ.
100 გ (110 მლ) შეიცავს: Valeriana Q – 65 g, Lupulus Q, Crataegus Q, Hypericum D1 – შესაბამისად 5 გ, Melissa Q – 3 g, Chamomilla Q, Avena sativa Q – შესაბამისად 2 გ, Acidum picrinicum D5 – 10 g; Kalium bromatum D1, Ammonium bromatum D1, Natrium bromatum D1 – შესაბამისად 1 გ.
ჩვენებები:
დამამშვიდებელი საშუალება მოუსვენრობის, შფოთვის, ნევრასთენიული მდგომარეობებისას.
მიღების წესები და დოზები:
ჩვეულებრივ – 15 წვეთი 3-ჯერ დღეში. საღამოს, ძლიერი აგზნების ან უძილობის შემთხვევაში 25 წვეთი. ჩვილებში 2 წლამდე 3 წვეთი 3-ჯერ დღეში. 2-დან 6 წლამდე – 5 წვეთი, 6-დან 12 წლამდე – 10 წვეთი
გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია.
უკუჩვენება:
არ გააჩნია.
განსაკუთრებული მითითებები:
მოქმედებს დამამშვიდებლად, არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უშიშროებაზე.
Valerianaheel ინიშნება როგორც ბრომის შემცველი (3:1000) მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება, შიშის, მოუსვენარი მდგომარეობის, ტკივილის და ბავშვებში კბილების ამოჭრის დროს, სხვადასხვაგვარი უძილობისას, მ.შ., რაიმე დაავადებით გამოწვეული უძილობისას; კლიმაქტერიული ნევროზებისას უძილობის თანხლებით (Cralonin და Klimaktheel- თან ერთად).
პრეპარატი ნაჩვენებია, აგრეთვე, უძილობით მიმდინარე ცხელების და მწვავე ინფექციური დაავადებისას (Gripp-Heel, Bryaconeel, Traumeel S- თან ერთად).
პრეპარატის მიღებისას არ აღინიშნება მძიმე ნარკოტიკული ან ტოქსიკური გვერდითი ეფექტები. იგი დამამშვიდებლად მოქმედებს და არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უშიშროებაზე.
Valerianaheel- ის მოქმედება შეიძლება გაძლიერებულ იქნეს სხვა ნაჩვენები ბიოლოგიური პრეპარატებით, მაგ., – Nux vomica-Homaccord, Hepeel – ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შედეგად გამოწვეული უძილობისას (მჟავების მომატებული გამოყოფისას ღამის 2-დან 6 საათამდე, შემდგომი დაღლილობით დილით – გამოღვიძების შემდეგ).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები და ვადები:
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი) დაიხუროს გამოყენებისთანავე.
აფთიაქში გაცემის წესი:
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
Biologische Heilmittel Heel GmbH
გერმანია
