შემადგენლობა:
ფიჭვის ფისი 1.0 გ თაფლის სანთელი 10.0 გ მზესუმზირას ზეთი 75.0გ კალციუმის კარბონატი 14.0გ ქაფურის ზეთი 10% 1.0მლ
გარეგნული აღწერილობა:
მსუბუქი, დამახასიათებელი სუნი. მოყვითალო კრემისფერი მალამო.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გამოიყენება, როგორც ანტისეპტიური, ტკივილგამაყუჩებელი, ანთებითი პროცესის საწინააღმდეგო, კანის მარეგენირებელი საშუალება.
ჩვენება:
ჩირქოვანი ჭრილობები ტროფიკული წყლულები ნაწოლები ჰემოროის (ბუასილი) გარეგანი კვანძები
გამოყენების წესი:
ჩირქოვანი ჭრილობების, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების შემთხვევაში: ავიღოთ ბამბა, ზემოდან დავაფინოთ ორფენა მარლა, მარლაზე თანაბრად დავიტანოთ მალამო და საფენი დავადოთ ჭრილობას, სავალდებულოა საფენის ცვლა 24 სთ-ში 2-ჯერ (დილას, საღამოს). საფენი დავიმაგროთ ნებისმიერი ჰაერგამტარი მატერიით (დაუშვებელია კომპრესის დადება). ჰემოროის (ბუასილი) გარეგანი კვანძების შემთხვევაში: ერთი ჩაის კოვზი მალამო დავიტანოთ ბამბის სქელ ფენაზე, საფენი მივიმაგროთ ჰემოროიდულ კვანძებზე. სავალდებულოა საფენის ცვლა 24 სთ-ში 2-ჯერ (დილას,საღამოს).
გვერდითი მოქმედება:
პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება:
არ აღენიშნება.
შენახვის პირობები:
სინათლისაგან მოფრთხილებით, არაუმეტეს +20*C-ზე მეტი.
შეფუთვის ფორმა:
35გრ, 50გრ, 100გრ- პოლიეთილენის ფლაკონებში.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
ყურადღება!
პრეპარატის გამოყენების პერიოდში არ მოიხმაროთ: მწარე,ცხარე, ნიგვზიანი საკვები, ბატის ხორცი, თევზეული, ყურძენი, შოკოლადი, კაკაო, წიწაკა, მაიონეზი, მდოგვი, ალკოჰოლი.
გაცემის რეჟიმი:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს „ბიორამ – L” საქართველო, ქ.თბილისი, გოთუას ქ.#3
