შემადგენლობა:
100გ გელი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები:
დიფენჰიდრამინის ჰიდროქლოროდი 1.0გ
სხვა ინგრედიენტები:
ცეტილპირიდინის ქლორიდი 0.1გ, როგორც დამცავი საშუალება. მაკროგოლ-6-გლიცეროლის კაპრილკაპრატი, პოლიაკრილის მჟავა (კარბომერები), ტრომეტამოლი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგუფი:
ფსილო-ბალზამი წარმოადგენს ანტიალერგიულ პრეპარატს.
ჩვენებები:
მზით დამწვრობა და I ხარისხის დამწვრობა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი (ურტიკარია), სხვადასხვა ეტიოლოგიის ქავილი, ქავილით მიმდინარე ეგზემა და ჩუტყვავილა.
უკუჩვენებები:
ფსილო-ბალზამი არ გამოიყენება პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით ცეტილპირიდინის ქლორიდზე, გარდა ექიმის მიერ დაშვებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
რამდენი და რა სიხშირით უნდა გამოიყენოთ ფსილო-ბალზამი?
თუ არ არსებობს ექიმის მითითება, ფსილო-ბალზამის დატანება უნდა მოხდეს თხელი ფენის სახით დაზიანებულ ადგილას დღეში რამოდენიმეჯერ და თითების მსუბუქი დარტყმებით განაწილდეს თანაბრად. გელი სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს თვალით შესამჩნევ ნარჩენებს.
გვერდითი მოვლენები:
ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს კანის მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შესახებ, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში.
შენახვის პირობები:
არ შეინახოთ 25C-ს ზევით ტემპერატურაზე. ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
3 წელი
შეფუთვა:
20გ და 50გ-ანი ტუბი
აფთიაქიდან გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
STADA Arzneimittel AG, Stadastraßev 2-18, 61118 Bad Vilbel, Germany ტელ: + 49 6101 603-0, ფაქსი: + 49 6101 603-259, ინტერნეტი: www.stada.de
