შემცველობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
რკინის ფუმარატი 350.0 მგ
ვიტამინი B12 7.5 მკგ
ფოლის მჟავა 2.0 მგ
ასკორბინის მჟავა 150.0 მგ
მანგანუმის სულფატი ექვივალენტური 2.5 მგ Mn
სპილენძის სულფატი ექვივალენტური 2.5 მგ Cu
ფარმაკოლოგიური თვისებები:
– ფეროტონი წარმოადგენს კარგად შესაწავლილი კომბინაცია, რომელიც უზრუნველყოფს რკინის მაქსიმალურ შეწოვას და მის გამოყენებას რკინადეფიციტური ანემიების სამკურნალოდ.
– ფეროტონი შეიცავს ყველა ფაქტორს, რაც საჭიროა ნორმალური ერითროპოეზისათვის.
– ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს რკინის გარდაქმნას ფორმაში, რომელიც უფრო ადვილად იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
– ვიტამინი B12, ფოლის მჟავა, მანგანუმი და სპილენძი რკინასთნ ერთად აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის.
– რკინის ფუმარატს გააჩნია ელემენტალური რკინის ყველაზე მაღალი შემცველობა (33%) მისი სხვა მარილებთან შედარებით.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ზოგადმატონიზირებელი, ჰემოპოეზის მასტიმულირებელი.
ჩვენებები:
ანემიის, რკინადეფიციტური ანემიის ჩათვლით, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის შემდეგ შემთხვევებში:
– ორსულობისა და ლაქტაციის დროს;
– კვების უკმარისობისას;
– ოპერაციულ ჩარევებამდე და მათ შემდეგ;
– სისხლდენებისას ან სისხლის ნებისმიერი დაკარგვისას;
– სისხლის დანაკარგის კომპენსაციისათვის მენსტრუაციის დროს;
– სქესობრივი მომწიფების პერიოდში;
– გამოჯანმრთელების პერიოდში.
უკუჩვენებები:
უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მაღალი მგრძნობელობისას.
დოზირება:
პრეპარატი ინიშნება თითო ტაბლეტი დღეში ძირითადი ჭამის შემდეგ.
დოზის გაზრდა შეიძლება 2 ტაბლეტამდე ექიმის დანიშნულებით.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
შეფუთვა – 28 კაფსულა.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:
რეცეპტით გასაცემი
ვარგისიანობის ვადა:
36 თვე
წარმოებულია:
GlaxoSmithKline group of companies
ელ სელამ სიტი-11491
ქაირო. ეგვიპტე
ფეროტონი სავაჭრო მარკა GlaxoSmithKline group of companies
გამოყენების უფლება ეკუთვნის კომპანიას “Asfarma”.
აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი:
რეცეპტით გასაცემი
