შემადგენლობა:
100 გ ტუხტის ფესვების 6% ექსტრაქტი – 25.4
გ საქაროზა – 40 გ
ეთანოლი 600 – 1 გ
ნატრიუმის ბენზოატი – 0.1 გ
ჟოლოს სიროფი – 33.4 გ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდე¬გო მოქმედებით.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი, დამარბილებელი და ამოსახველებელი საშუალება ხველით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, აგრეთვე გაციებით გამოწვეული სხვა დაავადებების სამკურნალოდ: მშრალი ხველა სველი ხველა ნახველის გაძნელებული ევაკუაციით ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქული ასთმა ყელისა და ხახის ტკივილი მწვავე რესპირატორული დაავადებები, გრიპი და სხვა
დოზირების რეჟიმი:
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 2-3-ჯერ დღეში. 6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (15 მლ) 3-4-ჯერ დღეში. მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
არ არის აღწერილი. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ნატრიუმის ბენზოატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
უკუჩვენებები:
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია. ჭარბი დოზირება: არ აღინიშნება. გამოშვების ფორმა, რაოდენობა: სიროპი, 125 მლ, №1 მწარმოებელი: Gemi Pharmaceutical პოლონეთი
