კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულა 20ც
ერთი კაფსულა შეიცავს 1*109 ცოცხალ ბაქტერიას:
Lactobacillus acidofilus LA-5
Bifidobacterium BB-12
ერთი კაფსულა შეიცავს 180 მგ პრობიოტიკულ ნივთიერებას.
დამხმარე ნივთიერებები: დექსტროზა, კარტოფილის სახამებელი, ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ჩვენებები:
ნაწლავური მიკროფლორის მაკორეგირებელი საშუალება
მიღების წესები და დოზები:
მოზრდილებში:
– ნაწლავის ფლორის ნორმალიზაციისათვის: 1-3 კაფსულა დღეში.
– მოგზაურობის დროს: 1 კაფსულა დღეში სამჯერ. მისი მიღება იწყება მოგზაურობამდე 2 დღით ადრე და გრძელდება ორი დღე დაბრუნების შემდეგ.
– ნაწლავის ფლორაზე ანტიბიოტიკებს ნეგატიური მოქმედების თავიდან ასაცილებლად: 2-3 კაფსულა დღეში (ანტიბიოტიკოთერაპიის დროს პრეპარატი უნდა დაინიშნოს 3 საათში ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ). პრობილაკის მიღება უნდა გაგრძელდეს კიდევ ერთი კვირა ანტიბიოტიკოთერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
ბავშვებში:
0-დან 3წლამდე 1 კაფსულა ერთხელ დღეში – კაფსულა შეიძლება გაიხსნას შაქრიან წყალში ან მოეყაროს საკვებს; 3-დან 12 წლამდე: 1-2 კაფსულა დღეში. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენება:
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები და ვადები:
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე ქარხნულ შეფუთვაში.
შენახვის ვადა 2 თვე. ნუ გამოიყენებთ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი:
ურეცეპტოდ
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
Media Corporation
აშშ
პრობილაკი #20კაფს +
საერთაშორისო დასახელება – bifidumbacterium, lactobacterium
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
