აცეტილსალიცილმჟავა – 400 მგ;
ასკორბინის მჟავა – 240 მგ;
ფორთოხლის არომატიზატორი – 30 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზა, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, სვიტლი, პეგი – საჭირო რაოდენობა 2,0გ მასის ტაბლეტის მისაღებად.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აცეტილსალიცილის მჟავა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, აქვს ანალგეტიკური, სიცხის დამწევი მოქმედება. ასკორბინის მჟავას აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ.
ჩვენება:
გრიპი, მწვავე რესპირატორული და სხვა ცხელებით მიმდინარე დაავადებები (ტემპერატურისა და ტკივილის მოსახსნელად, ორგანიზმის სტატუსის გასაძლიერებლად).
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ჰიპერერგული რეაქციები (ბრონქოსპაზმი, კანის რეაქციები). ძალიან იშვიათ შემთხვევებში – კუჭ_ნაწლავის მხრიდან სისხლდენები, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).
უკუჩვენება:
ალერგიული რეაქციები, ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრი, ლაქტაცია, კუჭის და თორმეტგოჯას ქრონიკული დაავადებები, სისხლდენისადმი მომეტებული მიდრეკილება, ანტიკოაგულანტებთან ერთდროული დანიშვნა.
შენიშვნა:
პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებში და 15 წლამდე ასაკის მოზარდებში.
“ნეოსპირინი+C”_ს ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში რეის სინდრომის განვითარების საშიშროების გამო.
მიღების წესი და დოზირება:
შუშხუნა ტაბლეტი მიღების წინ უნდა გაიხსნას 100მლ თბილ წყალში.
მოზრდილებში რეკომენდებული დოზაა: პერორალურად 1-2 ტაბლეტი 3_ჯერ დღეში. მოზარდებში 15 წლიდან: 3/4-1 ტაბლეტი 3_ჯერ დღეში.
გამოშვების ფორმა:
10 შუშხუნა ტაბლეტი პოლიმერული მასალისგან დამზადებულ ტუბში მჭიდროდ მორგებული თავსახურით. ტუბზე ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.
ნეოსპირინი+ვიტ C #10ტ
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
