alverin citrate; simethicone
A03AX58
კაფსულა #20
წამლის ფორმა: შიგნით მისაღები კაფსულები.
აღწერილობა: ერთ კაფსულაში
აქტიური ნივთიერებებები:
ალვერინის ციტრატი – 60მგ;
სიმეტიკონი – 300მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გლიცეროლი, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა: რბილი, წაგრძელებული ფორმის, მწვანე კაფსულები, ზომა #6.
კაფსულის შემადგენლობა: თეთრი ფერის უსუნო ჟელე.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატია, რომელიც ახდენას სპაზმოლიზურ მოქმედებას, ამცირებს გაზთწარმოქმნას ნაწლავში.
ალვერინი – მიოტროპული სპაზმოლიტიკია, რომლის მოქმედებას არ ახლავს თან ატროპინისმსგავსი ეფექტი ან განგლიომაბლოკირებელი აქტივობა. ამცირებს ნაწლავის გლუვი მუსკულატურის მომატებულ ტონუსს.
სიმეტიკონი – ჰიდროფობული პოლიმერული ნივთიერებაა დაბალი ზედაპირული დაჭიმულობით, რომელიც ამცირებს აირების წარმოქმნას ნაწლავში და ფარავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედელს დამცავი აპკით.
ჩვენებები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მოშლილობანი, რაც ვლინდება მუცლის ტკივლით, აირების წარმოქმნის მომატებით, ბოყინით, გულისრევით, ყაზობით, ფაღარათით ან მათი მონაცვლეობით;
მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ინსტრუმენტული გამოკვლევებისათვის მომზადება.
მიღების წესები და დოზები
1 კაფსულა დღეში 2-3 ჯერ ჭამამდე.
მუცლის ღრუს გამოკვლევებისათვის მომზადების მიზნით – ერთი კაფულა 2-3 ჯერ გამოკვლევის წინა დღეს და ერთი კაფსულა გამოკვლევის ჩატარების დღეს დილით.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალრეგიული რეაქციების განვითარება.
უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არსებობს მონაცემები აღნიშნული პრეპარატის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.
შენახვის პირობები და ვადები:
ვარგისიანობა: 3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ტემპერატურაზე არუმეტეს 25°C-ისა; ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
Laboratoires „MAYOLY SPLYNDLER”
საფრანგეთი
