პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთეროვან ზეთს, ფლავონოლურ გლიკოზიდებს (ქვერცეტინი, რუტინი, ქვინქველოზიდი), საპონინებს, ალკალოიდ ლეონურინს, მთრიმლავ ნივთიერებებს.
პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, დამზადებულია სორბიტზე!
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატს აქვს სედატიური, სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური, კარდიოტონული, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიკონვულსიური მოქმედება. რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ხსნის შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს.
ჩვენება: სხვადასხვა ფორმის ნევროზები, უძილობა, აღგზნებულობა, შიში, დაძაბულობა; ნეიროგენული არითმია; მეტეორიზმი, გულის რევის შეგრძნება, შეკრულობა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში: თითო სუფრის კოვზი სიროფი 3-4-ჯერ დღეში;
ბავშვებში: 1 – დან 3 წლამდე 1/2 ჩაის კოვზი, 3-დან 6 წლამდე 1 ჩაის კოვზი, 6-დან 12 წლამდე 1 დესერტის კოვზი სიროფი 3-ჯერ დღეში.
გამოშვების ფორმა: 100მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ქილებში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის ამზომ ჭიქასთან ერთად;
ვარგისობის ვადა: 2 წელი;
შენახვა: 15-25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.
ლეომენთი 100მლ ფლ (ნეოფ)
შემადგენლობა: შავბალახას სითხოვანი ექსტრატი- 20 მლ; პიტნის ნაყენი – 2,5 მლ; სორბინის მჟავა; ეთილის სპირტი 96%; სორბიტის სიროფი – 100 მლ-მდე;
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
