ერთი აბი შეიცავს 200 მგ კეტოკონაზოლს.
ჩვენება:
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სოკოვანი დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა: -კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების ინფექციები (ვულვოვაგინალური კანდიდოზი); – კანისა და რქოვანი წარმონაქმნების სოკოვანი დაავადებანი; – დასუსტებულ ავადმყოფებში სოკოვან დაავადებათა პროფილაქტიკა.
უკუჩვენებები:
ღვიძლის ფუნქციების მნიშვნელოვანი დარღვევები; პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები:
ანამნეზში ღვიძლის დაავადებების; -სამკურნალო საშუალებებზე ალერგიული რეაქციების მქონე პირებში; -თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას. პრეპარატით 2 კვირის ან უფრო დიდხანს მკურნალობის პროცესში საჭიროა ღვიძლის ფუნქციების მუდმივი კონტროლი
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული კეტოკონაზოლისა და ციკლოსპორინების, ანტიკოაგულანტების,მეთილპრედნიზოლონის, ლოვასტატინის ერთდროული გამოყენება. რიფამპიცინი და იზონიაზიდი ამცირებენ სისხლის პლაზმაში კეტოკონაზოლის კონცენტრაციას.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში ინიშნება 200 მგ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დერმატომიკოზების დროს შეადგენს 4 კვირას; ონიქომიკოზების დროს – 6-12 თვეს (კლინიკურ და მიკოლოგიურ გაუმჯობესებამდე); კანისა და პირის ღრუს კანდიდოზის დროს – 2-3 კვირას; სისტემური მიკოზების დროს – 1-2 თვეს. თუკი აღნიშნული დოზა არ იძლევა კლინიკურ გაუმჯობესებას, მაშინ დღიური დოზა უნდა განისაზღვროს 400 მგ-მდე. ვაგინალური კანდიდოზის დროს კეტოკონაზოლი ინიშნება 400 მგ დღეში, 15-30 კგ წონის ბავშვებში კეტოკონაზოლის დღიური დოზაა 100 მგ, ხოლო 30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებს ენიშნებათ მოზრდილის დოზა. სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში ინიშნება 400 მგ დღეში, ბავშვებში – 4-8 მგ/კგ სხეულის წონაზე. კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება კეტოკონაზოლი მიიღება ჭამის დროს.
გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, პარესთეზიები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, თრომბოციტოპენია, გინეკომასტია, ოლიგოსპერმია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა
ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-25 C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან და პრეპარატის ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
მწარმოებელი:
“BILIM PHARMACEUTICALS”, თურქეთი
