ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს დამწვარ ზედაპირს ჩირქოვანი ნადებისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას. აჩქარებს შეხორცებას.
ჩვენებები:
I, II, III, IIIა ხარისხის დამწვრობები, IIIბ და IV ხარისხის დამწვრობისას ამზადებს დამწვარ ზედაპირს კანის პლასტიკისათვის. დამწვრობის გარდა გამოიყენება წითელი ქარის და მოყინვის დროსაც.
მოხმარების წესი:
– დამწვარ ზედაპირს ვამუშავებთ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3% იანი), დამუშავების შემდეგ ვაფარებთ სტერილურ მიტკალზე ან სამფენა დოლბანდზე თხლად წასმულ მალამოს. ნახვევის გამოცვლა 24 საათში ერთხელ.
წამლის ფორმა: – 25გრ. ალუმინის ტუბები
შენახვის ვადა: 3 წელი, ინახება მშრალ, გრილ ადგილას.
არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.
