ჩვენებები: – გამოიყენება შემდეგი დაავადებებისას : რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, კარბუნკული, ფურუნკული, პოსტინექციური აბსცესი, პანარიციუმი, ჰიდრადენიტი, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ფოლიკულიტი, პოსტოპერაციული გართულებული ჭრილობები (კანის დიდი დეფექტები), სუფთა ჭრილობები, პოსტტრავმული ღია ჭრილობები, ბანალური ოსტეომიელიტი, ქვემო კიდურების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, განვითარებული სხვადასხვა დაავადების ფონზე (მაობლიტირებელი ენდარტერიტი, დიაბეტური ანგიოპათიები, მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი), ტროფიული წყლული, პოსტტრავმული დაჩირქებული ჭრილობები, ნაწოლები, ზერელე ექსკორაციები და სხვა ინფიცირებული ჭრილობები.
პროქტოლოგიაში – ანალური ნაპრალი, პარაპროქტიტი, ბუასილი.
მეანობაში – კერტების ნახეთქი, კერატიტი, შორისზე ჭრილობები.
გინეკოლოგიაში – საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლპიტი, ენდოცერვიტი.
მოხმარების წესი – ჭრილობის ზედაპირზე ვაფარებთ სტერილურ მიტკალს ან სამფენა დოლბანდს თხლად წასმული მალამოთი. ღრმა ჭრილობაში მალამოს შეტანა ხდება ტამპონის მეშვეობით. საჭიროებისას ჭრილობას ვამუშავებთ ანტისეპტიკური ხსნარით (კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით ან წყალბადის ზეჟანგით 3%-იანი), ნახვევის გამოცვლა ხდება 24 საათში ერთხელ.
პროქტოლოგიაში – ჰიგიენური აბაზანის შემდეგ პერიანალურ მიდამოში ტამპონზე თხლად წასმული მალამოს საფენი 2-ჯერ დღეში.
გინეკოლოგიაში — ვაგინალური ტამპონები 8-10 სთ-ში ერთხელ.
არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, უკუჩვენება არ გააჩნია.
წამლის ფორმა:
25 გრ. ალუმინის ტუბები
შენახვის ვადა:
3 წელი, ინახება მშრალ, გრილ ადგილას.
თურმანიძე პლუსი 25გ ანტისეპ. მალ
ფარმაკოლოგიური მოქმედება: – ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს ნეკროზულ ქსოვილებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქისაგან, ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილის რეგენერაციასა და გრანულაციური ქსოვილის განვითარებას. აჩქარებს შეხორცებას.
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
