“ენუმილი” – 25მლ. “enumili” დამზადებულია თ. ალაშვილის რეცეპტით ექსკლუზიურად „სიმილია ფარმა”-სათვის.
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალება.
შემადგენლობა: Equisetum palustre D3 10ml, Cantharis C6 5ml, Belladonna C30 5ml, ეთანოლი 45მოცულობითი % – 5მლ.
გამოყენების რეკომენდაცია: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი: ახასიათებს პირდაპირი სპაზმოლიზური, შარდის გამომყოფი სისტემის გლუვკუნთოვანი შრის რეცეპტორული აპარატის მიმართ სპეციფიური მიოტროპული და ქოლინერგული მოქმედება. არეგულირებს შარდის ბუშტის კედლის (დეტრუზორის) ტონუსს, ზრდის შარდის ბუშტის ტევადობას, ასტიმულირებს რა მის რეზერვო-ევაკუაციურ ფუნქციას – აუმჯობესებს უროდინამიკისა და უროფლუომეტრიულ მაჩვენებლებს. ამცირებს დეტრუზორის კუმშვადობის სიხშირეს, რითიც ახდენს მოშარდვის გახშირებული, იმპერატიული მოთხოვნის შემცირებას ფიზიოლოგიურამდე. აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, მოქმედებს დიზურიის დინამიურ კომპონენტზე წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის დროს; აუმჯობესებს შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების, მ.შ. კავერნოზულ მიკროცირკულაციას. თერაპიული ეფექტის მიღების მინიმალური ვადაა 4 კვირა.
ჩვენებები: კომპლექსური თერაპიის სქემებში – შარდის შეუკავებლობა და/ან მოშარდვის იმპერატიული, გახშირებული მოთხოვნა, დაკავშირებული: – შარდვის რეფლექსის მარეგულირებელი ნერვული ცენტრების უმწიფრობასა და ნეირო-ენდოკრინულ დისფუნქციასთან (ღამის და დღის ენურეზი ბავშვთა, კლიმაქტერულ და მოხუცებულობის ასაკში); – შარდის ბუშტის ნეიროგენულ ჰიპერრეფლექსიასთან (დეტრუზორის იდიოპათიური ჰიპერაქტივობა, გაფანტული სკლეროზი, spina bifida, სპინალური ტრამვები, ინსულტი, პარკინსონიზმი); – კათეტერიზაციის ფონზე განვითარებულ დეტრუზორ-სფინქტერ-დისსინერგიასთან; – წინამდებარე ჯირკვლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების (ჰიპერპლაზია, პროსტატიტი) დროს განვითარებულ იმპერატიულ სიმპტომატიკასთან; – შარდის ბუშტის მწვავე და ქრონიკული დაავადებების (ცისტიტი, კლიმაქტერული, სენილური, პოსტოპერაციული ატონია) დროს განვითარებულ იმპერატიულ სიმპტომატიკასთან.
მიღების წესი და დოზირება: შარდის შეუკავებლობისა და მწვავე გახშირებული დიზურიის დროს მოზრდილებში დოზირება – 10 წვეთი 3-ჯერ დღეში. კურსის ხანგრძლივობა 4 კვირა. სიმპტომატიკის სწრაფი კუპირებისათვის დასაშვებია მიღების პირველ 4 დღეს 10 წვეთის მიღება ყოველ 2 საათში, მაქსიმალური დღიური ჯერადობა 8 მიღება/დღეში.ქრონიკული სიმპტომატიკის დროს – 10 წვეთი 3-ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში. შემდეგ შემანარჩუნებელი დოზირება – 3 წვეთი 3-ჯერ დღეში 2 თვის განმავლობაში. ბავშვთა ღამის და დღის ენურეზის დროს – 2 წლიდან – 3 წლამდე – 3 წვეთი 3-ჯერ დღეში, 3 წლიდან – 5 წლამდე – 5 წვეთი 3-ჯერ დღეში, 5 წლიდან – 10 წლამდე – 8 წვეთი 3-ჯერ დღეში, 10 წლიდან – მოზრდილის დოზირებით.
მიღების წესი: დოზა მიიღება გახსნილი 1 სუფრის კოვზ წყალში ან ენისქვეშ დაწვეთებით ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდგომ. წინააღმდეგ ჩვენება: არ არის გამოვლენილი.
გამოყენება ორსულებში: მიიღება ექიმის დანიშნულებით. შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ. მწარმოებელი: შპს “სიმილია ფარმა”-ს დაკვეთით, შპს “დავათი”, თბილისი, საქართველო.