შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 მლ 1 ამპ.
მეგლუმინის ანტიმონატი……………………..0.3 გ 1.5 გ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიპროტოზოული საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლეიშმანიოზის სამკურნალო საშუალება. წარმოადგენს ხუთვალენტიანი სტიბიუმის შენაერთს.
ფარმაკოკინეტიკა:
კუნთებში შეყვანისას პრეპარატის 80% განიცდის ელიმინაციას შარდით მიღებიდან 6 სთ-ის შემდეგ.
ჩვენებები:
კანის და ვისცერული ლეიშმანიოზი.
დოზირების რეჟიმი:
დღიური დოზა – 60 მგ/კგ წონაზე. პირველ დღეს ღრმად კუნთებში შეჰყავთ დოზის 1/4, მეორე დღეს – 1/2, მესამე – 3/4, მეოთხე დღიდან სრული დოზა. მკურნალობის კურსი – 10-15 ინექცია (აქედან 8-12 სრული დოზით). აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსის განმეორება შეიძლება 4-6 კვირის შემდეგ. განმეორებისას შეიძლება დოზის გაზრდა 100 მგ/კგ-მდე.
კანის ლეიშმანიოზის დროს შესაძლებელია ადგილობრივი გამოყენება.
გვერდითი მოვლენები:
ცალკეულ შემთხვევებში – სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ღებინება, მიალგიები. კანის ლეიშმანიოზის მკურნალობის დროს შესაძლებელია ადგილობრივი რეაქციები.
უკუჩვენებები:
ფილტვების ტუბერკულოზი, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა -5 წელი.
Sanofi-Aventis
