ბონ ნუი გამოიყენება ღამით ხშირი გაღვიძებისა და ჩაძინების პრობლემების მქონე ბავშვებში.
შემადგენლობა:
კალიფორნიული ყაყაჩო ( Ecshoschltzia Californica Chamission), პასიფლორა (Passiflora incarnate L.), ბარამბო (Melissa officinalis L), გვირილა (Matricaria chamomilla L), შაქარი, დემინერალიზებული წყალი, კალიუმის სორბიტი, ნატრიუმის ბენზოატი, ასკორბინის მჟავა (ვიტ C), მსხლის არომატი 0.05%. [u]ჩვენებები: ძილის დარღვევა, სხვადასხვა ეტიოლოგიის უძილობა, ღამის გამოღვიძებები, მოუსვენრობა, შფოთვა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები
მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებულია პრეპარატი ჩავაწვეთოთ წყალში, რძეში, სითხეში ან დავაწვეთოთ შაქრის ნატეხზე.
დოზირება:
ბავშვები 2 წლამდე: 10-15 წვეთი ძილის წინ 30 წუთით ადრე, დღეში ერთხელ ბავშვები 2 წლის ზევით: 20-30 წვეთი ძილის წინ 30 წუთით ადრე, დღეში ერთხელ.
ინგრედიენტების ზუსტი დოზირება:
ინგრედიენტები – 100 მლ-ში – 30 წვეთში/2 მლ კალიფორნიული ყაყაჩო – 2 გ.- 40 მგ. პასიფლორა – 1,4 გ. – 28 მგ. ბარამბო – 1,4 გ. – 28 მგ. გვირილა – 1,4 გ. – 28 მგ.
ინგრედიენტების დახასიათება:
პასიფლორა: გამოიყენება მომატებული აგზნებადობის დროს. ავლენს დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას. აქვეითებს არტერიულ წნევას. კალიფორნიული ყაყაჩო: არის როგორც ველური ასევე ბაღის მცენარე. შეიცავს ალკალოიდებს ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. გამოიყენება ჰიპერაქტიურობის, უძილობის და ხველის დროს. ბარამბო: Commision of the German Federal Institute for Drugs and Medical Devices- ის მიერ დამტკიცებულია ბარამბოს მოქმედება “ძილის დარღვევების” და “გასტროინტესტინალური ფუნქციონალური” ჩივილების დროს. ბარამბო შეიცავს ლიმონის სუნის მქონე ეთეროვან ზეთს, ციტრონელს, ციტრალ A და ციტრალ B-ს, რომლებიც ცნობილია თავიანთი სედატიური მოქმედებით. გვირილა: გვირილა ალტერნატიულ მედიცინაში ცნობილია, როგორც სიცხის დამწევი, სპაზმოლიზური, მატონიზირებელი და ვაზოდილატატორული საშუალება. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების დროს, ამცირებს ტკივილს და ხსნის სპაზმს. გვირილის ყვავილები როგორც სედატიური საშუალება გამოიყენება ინსომნიის და მომატებული აგზნებადობის დროს.
გამოშვების ფორმა და რაოდენობა:
პერორული წვეთები, 50 მლ, №1
მწარმოებელი:
GRICAR იტალია
