დამზადებულია ასკილის ნაყოფებისა და თესლისაგან. შეიცავს ნაჯერ და უჯერ ცხიმოვან მჟავებს, კაროტინოიდებს, ტოკოფეროლებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური და ციტოპროტექტორული მოქმდება. ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანი გარსების რეგენერაციას და რეპარაციული პროცესების სტიმულაციას.
ჩვენება:
გარეგანი:
> ნაწოლები;
> ტროფიკული წყლულები;
> დერმატოზები;
> ძუძუს თავის ნახეთქები მეძუძურ ქალებში;
> ოზენა;
> არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი (ოყნის სახით).
> ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტი;
> საშვილოსნოს ყელის ეროზია
> ღრძილების ანთებითი პროცესი.
მიღების წესი და დოზირება:
გარეგანად: ზეთით გაჟღენთილ საფენს დაიტანენ დაზიანებულ უბანზე.
ოზენას დროს:
ტამპონების სახით ცხვირის ღრუებში 2-ჯერ დღეში.
არასპეციფიკური კოლიტის შემთხვევაში: 50 მლ ზეთი რექტალურად (ოყნის სახით) ყოველდღე ან დღე-გამოშვებით.
დერმატოზების დროს: ადგილობრივ მკურნალობასთან ერთად პრეპარატი ინიშნება შიგნით მისაღებად 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.
შეფუთვა:
50 მლ ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი
შენახვა:
მშრალ, გრილ ადგილზე.
