შემადგენლობა:
100 გ გელი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 1,00 გ ზღვის ორგანიზმების კონცენტრატს; 0,75 გ როზმარინის ზეთს.
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამხსნელები, ნიპაგინი, ნიპაზოლი, სტაბილიზატორი, დისტილირებული წყალი და 100 გ-მდე სხვა ნივთიერებები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ათქ კოდი M02AX.
ჩვენება:
პრეპარატი დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: დეგენერაციული ხასიათის რევმატიული დაავადებები (გონართროზი, კოკსართროზი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, სახსრებისა და ზედა კიდურების ართროზი); რევმატიზმის ანთებითი ფორმები; პოსტტრავმული ტკივილით მიმდინარე დაავადებები.
წინააღმდეგჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატს არ გააჩნია ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული თვისებები.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენება კანის დაზიანებულ უბანზე დაუშვებელია!
პრეპარატის გამოყენება ლორწოვან გარსზე დაუშვებელია!
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ფიზიკურ-ქიმიური შეუთავსებლობა არ არის დადგენილი.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად, კანის დაუზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში მსუბუქი მასაჟის მეშვეობით.
ჭარბი დოზირება:
არ აღინიშნება
გვერდითი მოვლენები:
არ აღინიშნება
გამოშვების ფორმა:
25 გ; 65 გ; 30 გ ტუბი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი ფირმა:
“ბიოტექნოსი” რუმინეთი
