ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაXVI საუკუნის მოოქრული ტრიპტიქი, რომელიც აღორძინების ხანის იტალიელი მხატვრის, ბერნარდინო პინტურიკიოს სკოლის...

XVI საუკუნის მოოქრული ტრიპტიქი, რომელიც აღორძინების ხანის იტალიელი მხატვრის, ბერნარდინო პინტურიკიოს სკოლის წარმომადგენელს ეკუთვნის, საქართველოში დაბრუნდა

XVI საუკუნის მოოქრული ტრიპტიქი, რომელიც აღორძინების ხანის იტალიელი მხატვრის, ბერნარდინო პინტურიკიოს (1454-1513), სკოლის წარმომადგენელს ეკუთვნის, საქართველოში დაბრუნდა.

საქართველოს კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის ინიციატივით, ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ, საგანძური კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნების სასახლემ შეისყიდა.

ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში განთავსებული ტრიპტიქის პრეზენტაციას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

სამუზეუმო ჩანაწერებისა და საარქივო დოკუმენტების მიხედვით, ტრიპტიქი საქართველოში პრინცმა აშილ შარლ ლუი მიურატმა (1847-1895) ჩამოიტანა. პრინცის გარდაცვალების შემდეგ ნივთი ჯერ ანდრია დადიანის, შემდეგ კი გრაფ ოლდენბურგის კუთვნილება გახდა. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ტრიპტიქი სხვა ნივთებთან ერთად საქართველოდან გაიტანეს და ის ერთ-ერთმა ევროპელმა კოლექციონერმა შეიძინა.

ტრიპტიქის ცენტრალურ ნაწილში, რომელსაც XVII-XVIII საუკუნეების განახლების კვალი ეტყობა, ყრმა იესო ქრისტე და იოანე ნათლისმცემელი არიან გამოსახული, მარჯვენა და მარცხენა მხარეს კი ნეტარი ავგუსტინესა და წმინდა პეტრეს XVI საუკუნეში შესრულებული უნიკალური სახებებია.

ტრიპტიქმა საკარანტინო პროცესი უკვე გაიარა და ხელოვნების სასახლეში მისი რესტავრაცია-კონსერვაცია დაიწყო. სექტემბრის მეორე ნახევარში ის ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაიდებს ბინას.

მიმდინარე წელს კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სასახლეს ევროპიდან სამი ფერწერული ტილო დაუბრუნა: XVI საუკუნის იტალიელი მხატვრის მიერ შესრულებული ორი ნახატი, რომლებზეც ოთხივე მახარებელია გამოსახული და ნიდერლანდელი მხატვრის, იაკობ კამპო ვეიერმანის (1677-1747), „ყვავილების თაიგული“.

ინფორმაციას კულტრუსი სამინისტრო ავრცელებს.

 

  საქსტატი: საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონს აღწევს, მესამედზე მეტი თბილისში ცხოვრობს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.