შაბათი, მაისი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„არაფერი დასამალი არ არის. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ეტაპი გადავლახეთ, კარი...

„არაფერი დასამალი არ არის. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ეტაპი გადავლახეთ, კარი ღიაა, მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ“-თინათინ რუხაძე გელათზე

„ძეგლებთან მიმართებაში სიჩქარეს მოაქვს მხოლოდ ცუდი, საქართველოს მთავრობა იღებს თავის თავზე ნებისმიერი რაოდენობით კვლევების დაფინანსებას და ყველაფერს, მივყვებით ამ პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ“, – ამის შესახებ თინათინ რუხაძემ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

საქართველოს კულტურის მინისტრის თქმით, მთავარი ზომა არის ფრთხილი დაგეგმვა.

“ჩვენ ახლა სამალიარო სამუშაოებს ვერ ჩავატარებთ გელათში, გელათი უნდა იყოს შენარჩუნებული, კულტურულ მემკვიდრეობაში ჩვენ თუ ველოდებით, რომ მივიღებთ აქედან ასეთი ტიპის პროდუქტს, ვერ მივიღებთ. იმის შენარჩუნება უნდა ვისწავლოთ, შესაძლებელია, ჩარევაზე გვითხრან, რომ არ უნდა ჩაერიოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ეტაპი გადავლახეთ, კარი ღიაა, არაფერი დასამალი არ არის, ერთად გავდივართ ამ გზას და ერთად ვსწავლობთ. კი ბატონო, მე, როგორც დღევანდელი კულტურის მინისტრი, გეუბნებით, რომ იყო შეცდომები, მაგრამ იმისთვის ვართ დღეს აქ, რომ ამ შეცდომებზე გაანალიზება, ანალიტიკა, ყველაფერი მოვაწყოთ და ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რომ სწორ გზაზე გავიყვანოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ფრთხილი დაგეგმვა, ეს არის მთავარი ზომა.

მოზაიკის ძირეული კვლევა, კედლის მხატვრობების ძირეული კვლევა, ქვის ძირეული კვლევა, წყლის მდგომარეობის, გეოლოგიის და ა.შ. კვლევა და მეთოდიკაზე შეთანხმება ბევრი მხარის ერთად, ოღონდ არა მარჩიელობის რეჟიმში, არამედ კონკრეტული სამეცნიერო დასაბუთებების რეჟიმში, რაშიც მე, როგორც მინისტრი, ვერ ჩავერევი. კულტურის სამინისტრო მთლიანად არის ჩართული, ჯერ ერთი, როგორც არ უნდა მართავდეს კომიტეტი, ჩვენთან არის სააგენტო, რომელიც არის მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი და ნებართვებს ის გასცემს, ოფიციალურად ყველა კორესპონდენცია გადის კულტურის სამინისტროდან და იუნესკოსთან მაკოორდინირებელი ორგანო არის კულტურის სამინისტრო. სრულად ყველა რგოლს აქვს თავისი ფუნქცია, ქართველი მეცნიერებიც არიან ჩართული, მსოფლიო ექსპერტებიც არიან ჩართული, იუნესკოც არის ჩართული, საქართველოს მთავრობა არის ჩართული, რომელიც ლოკომოტივია, რადგან ამ წუთას ის იღებს თავის თავზე ნებისმიერი რაოდენობით ამ კვლევების დაფინანსებას და ყველაფერს. ბუნებრივია, ეკლესიაა ჩართული და ყველა მხარე ერთად სხდება, ჩვენ მივყვებით ამ პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ. მე არ მინდა, მოლოდინი იყოს იმისა, რომ მალე იქნება? უკვე დაამთავრეთ? ძეგლებთან მიმართებაში სიჩქარეს მოაქვს მხოლოდ ცუდი. გადავდივართ მუშაობის მშვიდ რეჟიმზე. ღია ვართ ნებისმიერ კითხვაზე და მზად ვართ, რომ პასუხი გავცეთ”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია - ილია მეორის მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა მომავალშიც გააგრძელებს მთელი საზოგადოების შთაგონებას

რაც შეეხება კითხვას, “გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალების გამოყენება, უდიერი მიდგომა”. ძირითადად ასეთი შეფასებები იყო წინა რეაბილიტაციის დროს”, – თინათინ რუხაძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ ასე იყო და სურს, სჯეროდეს, რომ არცერთი ადამიანი ამას განზრახ არ აკეთებდა.

“იმიტომ არა, რომ გელათს გავურბივარ, მამა კირიონი არ გაურბის არცერთ კითხვას და შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს მიბრძანდეთ, მოიწვიოთ, დაუსვათ ეს კითხვები და ჩემზე დეტალურ პასუხს გაგცემთ, რადგან ის არის უშუალოდ პროექტის ხელმძღვანელი. სასახლეზე გეტყვით, მგონია, რომ არ არის სწორი, რაღაცები, ყველაფერი აბრალო წინა პერიოდს, რადგან სასახლეში ყველა ფლიგელი იყო ისე შენარჩუნებული, როგორც მაშინ შეძლეს. სხვა გამოსავალი არ იყო. ხან გათბობა არ იყო, ხან გაგრილება არ იყო, ხან იზოლაცია მეტი იყო, ხან წყალი ჩამოვიდა და გადახურვის თანხა არ იყო. მაგალითად, იტალიაში არის ძალიან დიდი კულტურული მემკვიდრეობა ხომ? იქაც ხომ ხდება, რომ ჩამოშლილია ზოგი. რომ არ ვიკამათოთ, ვინ რა მიდგომით მიდის, მე ვამბობ, რომ იუნესკოს დაცვის ქვეშ არის ობიექტი? იუნესკო უნდა აკვირდებოდეს და სრული ღიაობით უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ მაქსიმალური მხარდაჭერით, რაც ამ ქვეყანას აქვს საშუალება, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, ღიად ვაკეთოთ, პრობლემებს არ შევუშინდეთ, ვიკითხოთ, სადაც შეგვიძლია, რომ ვიკითხოთ, სწორად დავგეგმოთ და მივყვეთ პროფესიონალებს”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “დღის თემა”.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.