იუსტიციის სამინისტროს „აღსრულების ეროვნული ბიურო“ აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში ამ ეტაპისთვის დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარდგენილი, ხოლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საერთაშორისო ასოციაციის წევრობა აღსრულების ეროვნულ ბიუროს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ სემინარებში.
****
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა ფიქსირდება.
„ყოველთვის არის წინსვლა, წინგადადგმული ნაბიჯები და ახლაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, 2023 წლის განმავლობაში შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, ჯამში, 3765 ინსპექტირება განხორციელდა.
როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში პირველადი ინსპექტირებების შედეგად შემოწმდა 1636 ობიექტი, განხორციელებული ინსპექტირებები კი 81 904 -მდე დასაქმებულ პირს შეეხო.
****
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ოფიციალური მიღების ფარგლებში ლანკასტერის სასახლეში შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივან სიუზან აკლანდ-ჰუდთან.
მხარეებმა ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევის შედეგებზე ისაუბრეს. კვლევის შედეგად კი გამოიკვეთა, რომ საქართველოს მხრიდან საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების შემოსვლის დიდი მზაობა და შესაძლებლობაა.
ევროკავშირის საბჭო რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციაზე შეთანხმდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივ წარმომადგენლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 2.5-3 მილიარდი ევრო იქნება. მოსალოდნელი შემოსავლის 90% სამხედრო მიზნებს უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, ხოლო მოსალოდნელი შემოსავლიდან 10% კი უკრაინის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება.
დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 21 მაისს. 21 მაისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რადიო-პოზიტივის-დღის-ა-14/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:02:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

