ეს მთვარის ყველაზე მასშტაბური შეჯახება იქნება ბოლო 5 ათასი წლის განმავლობაში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 2032 წელს ასტეროიდი 2024 YR4 შესაძლოა მთვარეს შეეჯახოს. ეს მთვარის ქანის უზარმაზარი რაოდენობის ამოფრქვევას და დედამიწის თანამგზავრების პოტენციურ დაზიანებას გამოიწვევს.

NASA-ს გათვლების თანახმად, შეჯახების ალბათობა 4,3%-ს შეადგენს. თუ ეს მოხდა, კოსმოსურ სივრცეში 100 ათასი ტონა ქვა და მტვერი მოხვდება, რაც დედამიწის ორბიტაზე მყოფ აპარატებს საფრთხეს შეუქმნის.

„ეს მთვარის ყველაზე მასშტაბური შეჯახება იქნება ბოლო 5 ათასი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა თემაზე მომუშავე მეცნიერების ჯგუფის ხელმძღვანელმა პოლ ვიგერმა.

ასტეროიდი 2024 YR4, ჩილეში, ობსერვატორია ATLAS-ში 2024 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 70 მეტრია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ეს მთვარის ყველაზე მასშტაბური შეჯახება იქნება ბოლო 5 ათასი წლის განმავლობაში. 28 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ეს-მთვარის-ყველაზე-მასშტ/

  საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi