პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაVIDEO: „19 წლის გოგოს ავუგე წესი...მთელი ღამე არ მეძინა... ეგონათ გასართობად გაუშვეს...

VIDEO: „19 წლის გოგოს ავუგე წესი…მთელი ღამე არ მეძინა… ეგონათ გასართობად გაუშვეს და მიცვალებული მიუსვენეს“ – შალვა კეკელია

თბილისში, 19 წლის გოგოს მოულოდნელ გარდაცვალებას დეკანოზი შალვა კეკელია ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში ეხმაურება. მისი განცხადებით, გარდაცვლილს წესი თავად აუგო და ნანახმა მასზე ძალიან რთულად იმოქმედა.

„19 წლის გო­გოს ავუ­გე წესი, ეს გოგო გარ­და­იც­ვა­ლა „ბა­სი­ან­ზე“, კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კით. ეს „ბა­სი­ა­ნი“ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჯო­ჯო­ხე­თია. ეს გოგო მოკ­ლეს, კი არ გარ­და­იც­ვა­ლა. ასე კვდე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და ამა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს. ეს ხომ მკვლე­ლო­ბაა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. ამა­ზე საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა, ამა­ზე არა­ვის არა­ფე­რი გა­მო­უ­ძიებია. რა­ტომ არა­ვინ იძი­ებს ვი­სია ეს „ბა­სი­ა­ნი“? ვი­სია ეს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ბიზ­ნე­სი? რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ნად­გურ­დე­ბა, ის­პო­ბა. ამა­ზე ვინ­მე აკე­თებს გა­და­ცე­მებს? მშობ­ლებს უნდა ვუ­თხრა, თქვენს შვი­ლებს რო­გორ უშ­ვებთ იქ. კვი­რა არ გავა, რომ ტა­ძარ­ში ჩემ­თან 2 ადა­მი­ა­ნი მა­ინც არ მო­მიყ­ვა­ნონ კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბით ფსი­ქი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი.

ამა­ზე სა­უ­ბა­რი არა­ვის არ უნდა. ამა­ზე არ კეთ­დე­ბა გა­და­ცე­მე­ბი. მინ­და მივ­მარ­თო ჟურ­ნა­ლის­ტებს, მოდი გა­ა­კე­თეთ ამა­ზე გა­და­ცე­მე­ბი. ახალ­გაზ­რდე­ბი გვე­ღუ­პე­ბა. მოდი ვი­მუ­შა­ოთ იმა­ზე, რომ ამ ახალ­გაზ­რდებს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა მივ­ცეთ. გვახ­სოვს “ბა­სი­ა­ნი” რომ და­არ­ბი­ეს, მთე­ლი აქ­ცი­ე­ბი მო­ე­წყო. ამ დროს იქ ხალ­ხი იხო­ცე­ბა“,- ამბობს შალვა კეკელია.

ცნობისათვის, 28 იანვარს, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა. არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

  „არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ექსკრემენტებს თევზების გამოსაკვებად მაინც იყენებენ“ - ირაკლი არაბული
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი