VIDEO: „19 წლის გოგოს ავუგე წესი…მთელი ღამე არ მეძინა… ეგონათ გასართობად გაუშვეს და მიცვალებული მიუსვენეს“ – შალვა კეკელია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
შალვა კეკელია

თბილისში, 19 წლის გოგოს მოულოდნელ გარდაცვალებას დეკანოზი შალვა კეკელია ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერში ეხმაურება. მისი განცხადებით, გარდაცვლილს წესი თავად აუგო და ნანახმა მასზე ძალიან რთულად იმოქმედა.

„19 წლის გო­გოს ავუ­გე წესი, ეს გოგო გარ­და­იც­ვა­ლა „ბა­სი­ან­ზე“, კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კით. ეს „ბა­სი­ა­ნი“ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჯო­ჯო­ხე­თია. ეს გოგო მოკ­ლეს, კი არ გარ­და­იც­ვა­ლა. ასე კვდე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და ამა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს. ეს ხომ მკვლე­ლო­ბაა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. ამა­ზე საქ­მე არ აღ­ძრუ­ლა, ამა­ზე არა­ვის არა­ფე­რი გა­მო­უ­ძიებია. რა­ტომ არა­ვინ იძი­ებს ვი­სია ეს „ბა­სი­ა­ნი“? ვი­სია ეს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ბიზ­ნე­სი? რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ნად­გურ­დე­ბა, ის­პო­ბა. ამა­ზე ვინ­მე აკე­თებს გა­და­ცე­მებს? მშობ­ლებს უნდა ვუ­თხრა, თქვენს შვი­ლებს რო­გორ უშ­ვებთ იქ. კვი­რა არ გავა, რომ ტა­ძარ­ში ჩემ­თან 2 ადა­მი­ა­ნი მა­ინც არ მო­მიყ­ვა­ნონ კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბით ფსი­ქი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი.

ამა­ზე სა­უ­ბა­რი არა­ვის არ უნდა. ამა­ზე არ კეთ­დე­ბა გა­და­ცე­მე­ბი. მინ­და მივ­მარ­თო ჟურ­ნა­ლის­ტებს, მოდი გა­ა­კე­თეთ ამა­ზე გა­და­ცე­მე­ბი. ახალ­გაზ­რდე­ბი გვე­ღუ­პე­ბა. მოდი ვი­მუ­შა­ოთ იმა­ზე, რომ ამ ახალ­გაზ­რდებს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა მივ­ცეთ. გვახ­სოვს “ბა­სი­ა­ნი” რომ და­არ­ბი­ეს, მთე­ლი აქ­ცი­ე­ბი მო­ე­წყო. ამ დროს იქ ხალ­ხი იხო­ცე­ბა“,- ამბობს შალვა კეკელია.

ცნობისათვის, 28 იანვარს, კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა. არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). VIDEO: „19 წლის გოგოს ავუგე წესი…მთელი ღამე არ მეძინა… ეგონათ გასართობად გაუშვეს და მიცვალებული მიუსვენეს“ – შალვა კეკელია. 30 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/video-19-წლის-გოგოს-ავუგე-წესი-მ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi