კვლევა: ძილის დროს ნებისმიერი სინათლის ზემოქმედება დაკავშირებულია სიმსუქნესთან, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებთან

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მკრთალმა შუქმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა, რაც ზრდის ხანდაზმულებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების რისკს. ამის შესახებ CNN-ი ნორსვესტერნის უნივერსიტეტის ახალ კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.

„ძილის პერიოდში ნებისმიერი რაოდენობის სინათლის ზემოქმედება დაკავშირებული იყო დიაბეტის, სიმსუქნისა და ჰიპერტენზიის უფრო მაღალ გავრცელებასთან როგორც ხანდაზმულ მამაკაცებში, ასევე ქალებში“, – ამბობს უფროსი ავტორი ფილის ზი, ჩიკაგოს ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის ფეინბერგის მედიცინის სკოლის ძილის მედიცინის უფროსი. 

”ადამიანებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ ან მინიმუმამდე დაიყვანონ სინათლის რაოდენობა ძილის დროს,” – დასძინა მან.

კვლევაში 552 ქალი და კაცი მონაწილეობდა, რომელთა ასაკიც 63 – 84 წელს შორის მერყეობს. მეცნიერებმა მათ სპეციალური მოწყობილობები დაურიგეს, რომელიც ძილის ციკლებს, ძილის დროს მოძრაობასა და შუქის რაოდენობას ზომავდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

კვლევის მონაწილეთა 53%-ზე მეტს ძილის დროს ოთახში ამა თუ იმ ფორმით შუქი ჰქონდათ ჩართული (სანათები, ტელევიზორი და ა.შ.). რაც უფრო ინტენსიურია შუქი, მით უფრო მაღალი იყო ადამიანებში დიაბეტის, ჭარბი წონისა და ჰიპერტენზიის განვითარების შემთხვევები.

ხანდაზმულებს ხშირად უწევთ ღამით ადგომა ჯანმრთელობის პრობლემების ან მედიკამენტების გვერდითი ეფექტების გამო, თქვა ზეიმ, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფს ყველა შუქის ჩაქრობის რეკომენდაციით შესაძლოა დაცემის რისკი შეუქმნას.

ასევე დადგინდა, რომ შუქი ძილის ციკლს არღვევს. კერძოდ კი, მის იმ სტადიას, რომლის დროსაც უჯრედების განახლება ხდება.

 

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). კვლევა: ძილის დროს ნებისმიერი სინათლის ზემოქმედება დაკავშირებულია სიმსუქნესთან, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებთან. 17 ნოემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/kvleva-dzilis-dros-nebismieri-sinathlis-zemoqmedeba-dakavshirebulia-simsuqnesthan-janmrthelobis-seriozul-problemebthan/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T02:56:40+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

TAGGED:
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi