ევროკავშირის და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ხელშეწყობით, UNIDO, „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს ბიოფარმაცევტულ კლასტერთან მჭიდრო თანამშრომლობით, საერთაშორისო კონფერენციას: “ბიოფარმა 2023 საქართველო” ჩაატარებს.
კონფერენციას დაესწრებიან და დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ კლასტერის წევრი კომპანიები, შესაბამისი სფეროს წარმომადგენელი ექსპერტები, დაინტერესებული მხარეები, და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორები.
კონფერენციას გახსნიან და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: მინდი ბოჟკოვა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე, კერძო სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი; UNIDO-ს პროექტების ეროვნული კოორდინატორი, გიორგი ანდღულაძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი; საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერის გამგეობის თავმჯდომარე, რატი ღოლიჯაშვილი.
ღონისძიებაზე დასწრებისა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის მიზნით, კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან, როგორც მაღალი-რანგის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობიდან და რელევანტური სახელმწიფო სააგენტოებიდან, ასევე ჯანდაცვისა და ბიოტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტები და ორგანიზაციების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
“საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერი (GBC), აერთიანებს ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებლებს საქართველოში, რომლებიც, ძირითადად ბაქტერიოფაგების, მცენარეული მედიკამენტების და ჯენერიკების მწარმოებლებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, ინსტიტუტები და ორგანიზაციები საკვანძო, დამაკავშირებელ და დამხმარე სექტორებში, როგორიცაა ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფარმაცევტული კომპანიების ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაში.
კონფერენცია მოიცავს მისასალმებელ სიტყვებს, პრეზენტაციებს და პანელურ დისკუსიებს. ძირითადი ფოკუსირება მოხდება სამ საკითხზე: ევროკავშირისა და UNIDO-ს დახმარება საქართველოს ბიოფარმაცევტული კლასტერისთვის, ბიოფარმაცევტიკა და ანტი-მიკრობული რეზისტენტობა, და ბუნებრივი მედიკამენტების წარმოება. ევროკავშირისა და UNIDO-ს მხარდაჭერა, განხილული იქნება სათანადო საწარმოო პრაქტიკასთან (GMP) თავსებადობის ჭრილში, რაც კლასტერის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად.
კლასტერის ხელშეწყობა პროექტის „საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის ევროკავშირის ინოვაციური პროექტის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც ევროკავშირი 6 მილიონი ევროთი აფინანსებს. პროექტს ახორციელებს გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)”, -არნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). ევროკავშირისა და UNIDO-ს მხარდაჭერით საერთაშორისო კონფერენცია “ბიოფარმა 2023” ჩატარდება. 17 ნოემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/evrokavshirisa-da-unido-s-mkhardatcherith-saerthashoriso-konpherentsia-biopharma-2023-chatardeba/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:56:40+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

