ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიGlobal Tech Weekend Tbilisi 2025 — თბილისში ტექნოლოგიების მთავარი ფორუმი გაიმართება

Global Tech Weekend Tbilisi 2025 — თბილისში ტექნოლოგიების მთავარი ფორუმი გაიმართება

20-22 ივნისს, თბილისი უმასპინძლებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას — Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს, რომელიც სამდღიანი პროგრამით გააერთიანებს ინოვაციებს, სტარტაპებს, გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერებსა და ინვესტორებს.

ფესტივალის პირველი დღე — 20 ივნისი
თბილისში გაიმართება სხვადასხვა Side Event ტექნოლოგიურ თემებზე — პარტნიორი ორგანიზაციები, როგორებიც არიან Startup Büro, Ad Summit, Forbes Georgia, Axel, და სხვ. მთელი ქალაქის მასშტაბით სპეციალურ ღონისძიებებს უმასპინძლებენ.

მთავარი კონფერენცია — 21 ივნისი
ტექნოლოგიების მომავლისადმი მიძღვნილი მთავარი კონფერენცია “Shaping the New Era” ჩატარდება Radio City | District 4-ში. დაგეგმილია:

  • 3000+ მონაწილე
  • 100+ პარტნიორი კომპანია
  • 80+ სპიკერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
  • სტარტაპების გამოფენა, ინვესტორთა სივრცე, DJ სესიები და თეატრალური შოუები

სპიკერებს შორის იქნებიან:

  • Jessica Tams – Atari-ს დირექტორი
  • John Nee – Marvel-ისა და DC Comics-ის ყოფილი ხელმძღვანელი
  • Ruben Veiga – Roblox Europe-ის კომუნიკაციების მენეჯერი
  • Dmitri M. Johnson – Story Kitchen-ის თანადამფუძნებელი
  • JP Isham – Gala Games-ისა და Alchemist-ის დირექტორი
  • და სხვა საერთაშორისო სტუმრები (TBA)

დისტრიქტ 4-ის სივრცეში დაგხვდებათ:

  • მთავარი სცენა და სტარტაპ შოუ-ქეისი
  • ტექნოლოგიური და მულტიმედია ექსპო
  • Co-working და Media სივრცე
  • ინვესტორთა დახურული ლაუნჯები
  • Chillout და არტ-ინსტალაციების ზონა
  • სპორტული სივრცე და 3 ბარი

მესამე დღე — კულტურა და ქსელები

22 ივნისს ფესტივალი გაგრძელდება თბილისის კულტურის გაცნობით და Community Partner-ების ღონისძიებებით.
GTWT 2025-ზე დასწრება შეუძლიათ ყველას, ვისაც სურს:

  • გაიცნოს ტექნოლოგიური სამყაროს ლიდერები
  • შეხვდეს ინვესტორებს და სტარტაპერებს
  • ჩაერთოს საერთაშორისო ქსელებში
  • აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები

დამატებითი ინფორმაცია: gtwt.ge | Side Events

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  მიწისძვრა საქართველოში: ეპიცენტრი ჩხოროწყუსთან ახლოს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი